Print | Close
https://www.jobs.ge//ge/?id=654986&print=yes&view=jobs
 
კორპორატიული გაყიდვების მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: კორპორატიული გაყიდვების მენეჯერი
მომწოდებელი: საქკაბელი
გამოქვეყნდა: 01 აგვისტო / ბოლო ვადა: 01 სექტემბერი
სს "საქკაბელი" 1958 წელს დაარსდა და მომხმარებელს როგორც საკაბელო, ისე ელექტროფიკაციასთან დაკავშირებულ 2000-მდე დასახელების პროდუქტს სთავაზობს. კომპანიის მიერ წარმოებული ქართული პროდუქცია სრულად აკმაყოფილებს ევროპულ სტანდარტებს და შესაბამისად ევროპის ბაზარზე თავისუფალი ვაჭრობის შესაძლებლობას იძლევა. კომპანიის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულება საექსპორტო ბაზრების დივერსიფიცირება და ქართულ ეკონომიკაში იმპორტის ჩანაცვლებაა.

სს "საქკაბელის: მთავარი ღირებულება თანამშრომელია - ერთად, ძლიერი გუნდით ჩვენ ვქმნით ქართულ პროდუქციას და ვამკვიდრებთ ევროპულ სტანდარტებს.

თუ გსურთ გახდეთ პროფესიონალთა გუნდის წევრი და წვლილი შეიტანოთ საერთაშორისო სტანდარტების ქართული პროდუქციის განვითარებაში, სს "საქკაბელი" გთავაზობთ დასაქმებას კორპორატიული გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე.

ძირითადი ფუნქციები/მოვალეობები/პასუხისმგებლობის საზღვრები:

** კორპორატიული კლიენტები
** კომპანიაში შემოსული კლიენტების მოთხოვნების მიღება, ანალიზი და ორგანიზება/კატეგორიზაცია
** მოთხოვნების შესაბამისად, კორპორატიული კლიენტების სხვადასხვა ტიპის დოკუმენტაციის - ხარჯთაღრიცხვების, კომერციული შეთავაზებების და ინვოისების მომზადება
** პროექტის სრულფასოვანი განხორციელება/შესრულების მიზნით, კლიენტის სხვადასხვა თანმხლები ** მოთხოვნების შესრულება საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში
** შეკვეთების მიღება, პროგრამაში განთავსება და დამკვეთების ინფორმირება პროდუქციის მიწოდებასთან და ვადებთან დაკავშირებით
** ახალ კლიენტებთან პირველადი გასაუბრება, პროდუქციის და მომხაურების პრეზენტაცია
** კორპორატიულ ორგანიზაციებზე პასუხისმგებლობა - მათი აქტივობების პერიოდული მონიტორინგი, საჭიროებების ანალიზი და მომსახურების პროაქტიულად შეთავაზება

ტენდერები:

** ტენდერების გამოცხადება სხვადასხვა პლატფორმაზე
** სახელმწიფო და კერძო ტენდერების მოძიება და მონაწილეობის მიღება
** ტენდერისათვის საჭირო ტექნიკური დოკუმენტაციის მომზადება
** ტენდერებში უშუალოდ მონაწილეობის მიღება
** მოგებული ტენდერების მხარდაჭერა - პროდუქციის მიწოდებამდე მთელი პროცესის კოორდინაცია და კონტროლი

უნარები:

** ორგანიზებულობა და დეტალებზე განსაკუთრებულად ორიენტირებულობა
** ძლიერი წერილობითი და ვერბალური კომუნიკაციის უნარები, დამარწმუნებელი კომუნიკაცია
** ძლიერი ორგანიზებულობა და დროის მართვის უნარები
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა, კრიტიკული აზროვნება და პრობლემის გადაჭრის უნარები

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** ინგლისური და რუსული ენების ცოდნა მაღალ დონეზე
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების ფლობა (Word, Excel, PowerPoint)

მინიმალური კვალიფიკაცია/განათლება:

** უმაღლესი განათლება, სასურველია მაგისტრის კვალიფიკაცია
** მინიმალური გამოცდილება
** მსგავს პოზიციაზე მუშობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება
** ტენდერებში მონაწილეობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად

თუ გსურთ დასაქმდეთ ჩვენს კომპანიაში, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი CV მისამართზე: hr@sakcable.ge ან დაგვირეკეთ 595 56 97 98. გთხოვთ, წერილის თემის გრაფაში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - კორპორატიული გაყიდვების მენეჯერი.

გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ თქვენ მიერ გამოგზავნილი ინფორმაცია შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ, მათ შორის, განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებს. გახსოვდეთ, რომ ინფორმაციის გაზიარებით თქვენ აცხადებთ თანხმობას კომპანიის მიერ თქვენი პერსონალური მონაცემების ფლობასა და დამუშავებაზე. თქვენ უფლება გაქვთ, მიიღოთ ინფორმაცია თქვენ შესახებ დამუშავებულ მონაცემთა თაობაზე, რომლებიც თავად გაგვიზიარეთ და მოითხოვოთ მათი გასწორება, განახლება, დამატება, დაბლოკვა, წაშლა და/ან განადგურება. მოქმედი კანონმდებლობით განსაზღვრული უფლებების განხორციელებისთვის, გთხოვთ, მოგვმართეთ შემდეგ ელექტრონულ ფოსტაზე: hr@sakcable.ge

თანამშრომელთა პროფესიული ზრდა და განვითარება სს საქკაბელის მთავარი ღირებულებაა და კომპანია დასაქმების მსურველ პირთა შერჩევის პროცესს ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, ობიექტურობისა და გამჭვირვალობის პრინციპის დაცვით და გამორიცხავს მათ მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით.

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია