Робота для біженців з України
ტექნიკური უზრუნველყოფის სუპერვაიზერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ტექნიკური უზრუნველყოფის სუპერვაიზერი
მომწოდებელი: Royal Tulip Hotel
გამოქვეყნდა: 01 აგვისტო / ბოლო ვადა: 01 სექტემბერი
"Royal Tulip Hotel & Casino" აცხადებს ვაკანსიას: ტექნიკური უზრუნველყოფის სუპერვაიზერი.

ძირითადი მოვალეობები:

** ტექნიკური თუ საოპერაციო პრობლემების აღმოსაფხვრელად ზომების მიღება;
** დროულად აღმოჩენა კომპანიაში წარმოქმნილი ტექნიკური გაუმართაობების (ელექტროობა, კონდიცირება, სანტექნიკა);
** მწყობრიდან გამოსული დანადგარების შეკეთების დაგეგმვა;
** მოწყობილობების მოვლის კონტროლი;
** კომპანიის შიდა პროცედურების და რეგულაციების დაცვა;
** ახალი პროექტების ტექნიკური სამუშაოების დაგეგმვა და მართვა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** დატვირთულ სამუშაო გარემოში მუშაობის უნარი;
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** ინგლისური ენის ცოდნა.

პირობები:

** სამუშაო ადგილი: თბილისი, ლევილის სანაპირო N10;
** ანაზღაურება 3000-3500 ლარი;
** კვებით უზრუნველყოფა;
** დაზღვევა.

დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hrm@royaltuliptbilisi.com. სათაურის ველში გთხოვთ, მიუთითოთ პოზიციის დასახელება.

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე