დასახელება:
მზარეულის დამხმარე, სამზარეულოს დიასახლისი, ჭურჭლის მრეცხავი
|
მომწოდებელი:
ამერიკული საერთაშორისო სკოლა პროგრესი
|
გამოქვეყნდა: 01 აგვისტო
/ ბოლო ვადა: 20 აგვისტო
|
ვაკანსია სკოლა "პროგრესში" - სამზარეულოს გუნდი იძიებს ახალ წევრებს!
ლოკაცია: ბათუმი
სამუშაო დღეები: ორშაბათი-პარასკევი
ჩვენ ვეძებთ სანდო, პასუხისმგებლობიან და შრომისმოყვარე ადამიანებს, რომლებიც სისუფთავეს, წესრიგსა და გუნდურობას აფასებენ.
ვაკანტური პოზიციები:
1. მზარეულის დამხმარე
ძირითადი მოვალეობები:
** პროდუქტის წინასწარი მომზადება (ჭრა, სუფთა მდგომარეობაში მოყვანა და ა.შ.)
** შედარებით მარტივი კერძების მომზადება მზარეულთან შეთანხმებით
** ახალი რეცეპტების შექმნაში აქტიური მონაწილეობის მიღება;
** ჰიგიენის ნორმებისა და HACCP-ის სისტემის დაცვა;
** ინვენტარის და ინსტრუმენტების მოხმარების წესების დაცვა;
** სამუშაო ადგილზე შრომის უსაფრთხოების ნორმების დაცვა;
** კერძის მოსამზადებლად ყველა საჭირო ინგრედიენტის მომზადება;
** სამზარეულოს შეუფერხებლად მუშაობის უზრუნველყოფა, სამზარეულოს სხვა თანამშრომლებთან ერთად;
** შეფ მზარეულის და მზარეულის დავალებების შესრულება;
სამუშაო გრაფიკი: 08:00-16:30
ხელზე ასაღები ანაზღაურება: 850 ლარი
2. სამზარეულოს დიასახლისი (დასუფთავებაზე პასუხისმგებელი პირი)
ძირითადი მოვალეობები: სამზარეულოსა და სასადილოს სრულყოფილი დასუფთავება, წესრიგისა და ჰიგიენური სტანდარტების დაცვა.
გრაფიკი: 08:00-16:30
ხელზე ასაღები ანაზღაურება: 750 ლარი
3. ჭურჭლის მრეცხავი (მზარეულის დამხმარის დამატებითი ფუნქციით)
ძირითადი მოვალეობები: ჭურჭლის რეცხვა და საჭიროების შემთხვევაში სამზარეულოს სხვა დასუფთავების პროცესებში ჩართვა.
გრაფიკი დღემონაცვლეობით:
** 10:00-16:00
** 10:00-18:00
ხელზე ასაღები ანაზღაურება: 750 ლარი
რას გთავაზობთ:
** სტაბილური და გამართული სამუშაო გარემო
** მეგობრული და ორგანიზებული გუნდი
** ზუსტი და დროული ანაზღაურება
** თანამშრომლების პროფესიული განვითარებას (ტრენინგები/კურსები HACCP-ის მიმართულებით)
** ორჯერად კვებას
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, მოგვწერეთ მოკლე ინფორმაცია თქვენ შესახებ ან დაგვირეკოთ: 577965517, 598124611
ვაკანსია ღიაა 20 აგვისტომდე. გელით ჩვენი სამზარეულოს გუნდში!
|
|
|
|