Робота для біженців з України
მერჩენდაიზერ-პრისეილერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მერჩენდაიზერ-პრისეილერი
მომწოდებელი: ევერესტი 2010
გამოქვეყნდა: 01 აგვისტო / ბოლო ვადა: 01 სექტემბერი
კვების პროდუქტების იმპორტიორი კომპანია "Everesti 2010" ქართულ ბაზარზე ოპერირებს 2003 წლიდან და წარმოადგენს წამყვან სადისტრიბუციო კომპანიას, რომელიც ახორციელებს საერთაშორისო ბრენდების, კვების პროდუქტების დისტრიბუციას.

კომპანია "Everesti 2010" აცხადებს ვაკანსიას მერჩენდაიზერ-პრისეილერის პოზიციაზე ქ. თბილისში.

მოვალეობები:

** სავაჭრო ობიექტებზე პროდუქციის წარმოჩენის, მერჩენდაიზინგის სტანდარტებით უზრუნველყოფა;
** პროდუქციაზე ფასებისა და ფასმაჩვენებლის განთავსება;
** სავაჭრო ობიექტებში არსებული პროდუქციის ნაშთების კონტროლი;
** პროდუქციის რეალიზაცია;
** მომხმარებელთან ურთიერთობა;

აუცილებელი უნარები:

** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** კომუნიკაბელურობა და მიზანდასახულობა;
** დეტალებზე ორიენტირებულობა და ორგანიზებულობა;
** დროის მართვის უნარი;

სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, ვაკე
ანაზღაურება: ფიქსირებული + ბონუსი
გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, 09:00-18:00

აუცილებელია კანდიდატს ჰყავდეს საკუთარი ავტომობილი, საწვავით უზრუნველყოფს კომპანია.

დაინტერესებულმა პირებმა გამოგვიგზავნოთ რეზიუმე (CV) ელექტრონულ მისამართზე: hr@thc.ge. გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი განაცხადი არ განიხილება. დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

"Everesti 2010" მადლობას მოგახსენებთ ვაკანტური პოზიციით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებას!

კვების პროდუქტების იმპორტიორი კომპანია "Everesti 2010" კანდიდატების პერსონალურ მონაცემებს ამუშავებს მოქმედი კანონმდებლობის დაცვით. წინამდებარე ვაკანსიაზე რეზიუმეს (CV) გამოგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, "Everesti 2010"-მა შეაგროვოს, დაამუშაოს და ვაკანტური პოზიციის შევსებამდე შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია, თქვენი, როგორც ვაკანსიის მოთხოვნებთან კანდიდატის შესაბამისობის დადგენის, გასაუბრებაზე დაბარების ან/და დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე