Print | Close
https://www.jobs.ge//ge/?id=654919&print=yes&view=jobs
 
კონკურსი - სტანდარტული აფილირების შეთანხმებით
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: კონკურსი - სტანდარტული აფილირების შეთანხმებით
მომწოდებელი: საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი - სეუ
გამოქვეყნდა: 01 აგვისტო / ბოლო ვადა: 08 სექტემბერი
თანდართული ფაილი: 654919_danarti_5976003.zip
"საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი" (სეუ) (შემდგომში - "სეუ") 2025 წლის 1 აგვისტოდან აცხადებს ღია კონკურსს სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე შემდეგი აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად:

** დარგი/სწავლის სფერო - საერთაშორისო ურთიერთობები

საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამა - საერთაშორისო ურთიერთობები
ასისტენტ-პროფესორი - 1 ვაკანსია (აკადემიური ან პროფესიული ნიშნით)

** დარგი/სწავლის სფერო - ჟურნალისტიკა

საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამა - ჟურნალისტიკა
ასისტენტ-პროფესორი - 1 ვაკანსია (აკადემიური ან პროფესიული ნიშნით)

პირი, კონკურსში მონაწილეობით გამოხატავს თანხმობას, მისი აკადემიურ თანამდებობაზე არჩევის შემთხვევაში, გააფორმოს სეუ-სთან შეთანხმება სტანდარტული აფილირების პირობებით. ასისტენტ-პროფესორის აკადემიურ თანამდებობაზე პირი აირჩევა 3 წლის ვადით.

საკონკურსო მოთხოვნები

ასისტენტ-პროფესორის აკადემიურ თანამდებობაზე ასარჩევად, კონკურსანტმა უნდა დააკმაყოფილოს აკადემიური ან პროფესიული ნიშნით კვალიფიკაციის დამადასტურებელი შემდეგი კრიტერიუმები:

ასისტენტ-პროფესორის აკადემიურ თანამდებობაზე აკადემიური ნიშნით შეიძლება არჩეულ იქნეს დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირი, რომელსაც უკანასკნელი 5 წლის განმავლობაში გამოქვეყნებული აქვს პუბლიკაცია/პუბლიკაციები, რომელიც შეეხება საკონკურსო მიმართულების შესაბამისი დარგის აქტუალურ პრობლემებს და წარმოადგენს:

** აკადემიური საქმიანობის ხედვას;
** საკონკურსო მიმართულების პროგრამის შესაბამის სასწავლო კურსის სილაბუსს/სილაბუსებს.

ასისტენტ-პროფესორის აკადემიურ თანამდებობაზე პროფესიული ნიშნით შეიძლება არჩეულ იქნეს არანაკლებ მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირი, რომელსაც აქვს შესაბამის დარგში არანაკლებ სამწლიანი მნიშვნელოვანი პროფესიული გამოცდილება, უკანასკნელი 5 წლის განმავლობაში გამოქვეყნებული აქვს პუბლიკაცია/პუბლიკაციები, რომელიც შეეხება საკონკურსო მიმართულების შესაბამისი დარგის აქტუალურ პრობლემებს და წარმოადგენს:

** აკადემიური საქმიანობის ხედვას;
** საკონკურსო მიმართულების პროგრამის შესაბამის სასწავლო კურსის სილაბუსს/სილაბუსებს.

თუ საკონკურსო მოთხოვნებით შერჩეულ კონკურსანტთა რაოდენობა გადააჭარბებს საკონკურსო ვაკანსიის რაოდენობას, გამარჯვებულის შესარჩევად უპირატესობა მიენიჭება კონკურსანტს, რომელსაც უდასტურდება:

** უცხოეთის (ევროპის ან აშშ) უნივერსიტეტში სწავლა/სწავლების გამოცდილება;
** უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში პედაგოგიური მუშაობის გამოცდილება;
** შესაბამის დარგში მუშაობის პრაქტიკული გამოცდილება;
** საერთაშორისო კონფერენციებში/პროექტებში მონაწილეობის გამოცდილება;
** ინგლისურ ენაზე სასწავლო კურსის განხორციელების გამოცდილება;
** პროფესიული განვითარების ღონისძიებებში მონაწილეობა.

საკონკურსოდ წარმოსადგენი დოკუმენტაცია:

** კონკურსანტის განცხადება, შევსებული დადგენილი ფორმით (იხ. დანართი);
** კონკურსანტის ანკეტა, შევსებული დადგენილი ფორმით (იხ. დანართი);
** პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
** მიღებული განათლების/აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი ყველა დოკუმენტის ასლი (უცხოეთში მიღებული განათლების/აკადემიური ხარისხის აღიარების კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცემული დოკუმენტი, ასეთის არსებობის შემთხვევაში);
** სამეცნიერო-პედაგოგიური საქმიანობის ან/და შესაბამის დარგში პროფესიული გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტი/დოკუმენტები;
** პუბლიკაციები (ივსება საკონკურსო ანკეტაში);
** აკადემიური საქმიანობის ხედვა (ივსება საკონკურსო ანკეტაში);
** საკონკურსო მიმართულების პროგრამის შესაბამისი სასწავლო კურსის სილაბუსი/სილაბუსები (ელექტრონულ ფორმატში);
** ცნობა "სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენისთვის ნასამართლეობის შესახებ";
** ცნობა "უფლების ჩამორთმევის შესახებ" (საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში დასაქმება/საქმიანობა ეკრძალება სქესობრივი დანაშაულის ჩადენისთვის ნასამართლევ პირს ან/და სასამართლოს მიერ საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლებაჩამორთმეულ პირს);
** დამატებით კრიტერიუმებთან შესაბამისობის დამადასტურებელი დოკუმენტები (არსებობის შემთხვევაში).
** საკონკურსო დოკუმენტაციის მიღება განხორციელდება ელექტრონული ფორმით სეუ-ს ოფიციალურ ელექტრონულ ფოსტაზე: vacancy@seu.edu.ge - სათაურის ველში (subject) უნდა მიუთითოთ საკონკურსო ვაკანსია და მიმართულება. ასევე, შესაძლებელია დოკუმენტაციის მატერიალური ფორმით წარდგენა სეუ-ში, მისამართზე: ქ. თბილისი, წინანდლის ქ. №9, მე-7 სართული, ოთახი №702. საკონტაქტო ტელ.: 032 2 90 00 00 - 21 (შიდა)
** კონკურსანტის მიერ წარმოდგენილი საკონკურსო დოკუმენტები "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცადეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. კონკურსანტმა უნდა გაითვალისწინოს, რომ მისი პერსონალური მონაცემები უნივერსიტეტის (სეუ) მხრიდან დამუშავდება შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის.

კონკურსის ეტაპები:

** წარმოდგენილი დოკუმენტაციის მიხედვით კონკურსანტთა შერჩევა (კონკურსანტების დაუსწრებლად);
** შერჩეული კონკურსანტების საკონკურსო კომისიასთან გასაუბრება (გასაუბრების გრაფიკი/ დრო გეცნობებათ პირადად).

კონკურსის ვადები:

** საკონკურსო დოკუმენტების მიღება: 2025 წლის 1 სექტემბრიდან - 8 სექტემბრის ჩათვლით;
** კონკურსანტების საბუთების გადარჩევა: 2025 წლის 9 სექტემბერი;
** კონკურსანტებთან გასაუბრება: 2025 წლის 11 სექტემბერი;
** კონკურსის პირველადი შედეგების გამოქვეყნება: 2025 წლის 12 სექტემბერი;
** აპელაციების/საჩივრების მიღება: 2025 წლის 15 სექტემბერი;
** აპელაციების/საჩივრების განხილვა: 2025 წლის 16 სექტემბერი;
** კონკურსის საბოლოო შედეგების გამოქვეყნება: 2025 წლის 17 სექტემბერი.

კონკურსის შედეგები გამოქვეყნდება სეუ-ს ოფიციალურ ვებგვერდზე: http://www.seu.edu.ge

კონკურსის შედეგებით აკადემიურ თანამდებობაზე არჩეული პირის შრომის ანაზღაურება და შრომის სხვა პირობები განისაზღვრება შეთანხმების საფუძველზე, შრომითი ხელშეკრულებით.

გისურვებთ წარმატებებს!

დანართები:

** კონკურსანტის განცხადება
** კონკურსანტის ანკეტა

შესაბამისი რეგულაციების გასაცნობად იხილეთ: https://www.seu.edu.ge/ka/dokumentatsia
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია