Робота для біженців з України
მოძრავი მერჩენდაიზერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მოძრავი მერჩენდაიზერი
მომწოდებელი: ოჯახური
გამოქვეყნდა: 01 აგვისტო / ბოლო ვადა: 28 აგვისტო
ქართული სუნელ-სანელებლების კომპანია "ოჯახური" ეძებს მოტივირებულ, ენერგიულ და პასუხისმგებელ თანამშრომელს მოძრავი მერჩენდაიზერის პოზიციაზე.

ძირითადი მოვალეობები:

** სავაჭრო ობიექტების პერიოდული ვიზიტი მარშრუტის მიხედვით (გრაფიკისა და სიხშირის დაცვით);
** პროდუქციის სწორად განლაგება სავაჭრო სივრცეში - ბრენდის სტანდარტების შესაბამისად;
** სავაჭრო ინვენტარის მდგომარეობის მონიტორინგი და განახლება საჭიროების მიხედვით;
** პროდუქციის ხილვადობის უზრუნველყოფა თაროებზე, სტენდებზე და პრომო ზონებში;
** ვადაგასული ან დაზიანებული პროდუქტის ამოღება და შესაბამისი ანგარიშგება;
** სარეკლამო მასალების (POSM) განთავსება კომპანიის სტანდარტების შესაბამისად;
** მიმდინარე აქციებისა და შეთავაზებების წარდგენა სავაჭრო ობიექტებში;
** ფოტო ანგარიშგების წარმოება განლაგებულ პროდუქციასა და აქტივობებზე;
** შეკვეთების მიღება დაშვებული ობიექტებიდან და გადაცემა შესაბამის რგოლთან;
** ყოველდღიური ანგარიშგება ზედამხედველთან სამუშაოს შესრულების შესახებ;
** ფორს-მაჟორულ სიტუაციაში ადაპტაციის უნარი;
** თანამშრომლობა გაყიდვების, ლოჯისტიკისა და მენეჯმენტის გუნდთან.

სავალდებულო მოთხოვნები:

** სასურველია გამოცდილება მსგავს ან იდენტურ პოზიციაზე;
** ახალი ობიექტების ათვისებისა და პროდუქციის ეფექტური პრეზენტაციის უნარი;
** დოკუმენტებთან მუშაობისას სიზუსტე და დეტალებზე ორიენტირებულობა
** ფორს-მაჟორში მუშაობის უნარი;
** კომუნიკაციის ძლიერი უნარები და დეტალებზე ორიენტირება;
** შრომისმოყვარეობა, ინიციატივის უნარი და მობილიზებულობა;
** საკუთარი ავტომანქანის ფლობა (აუცილებელია);

პიროვნული თვისებები:

** კომუნიკაბელურობა და გუნდური მუშაობის უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და პუნქტუალურობა;
** შრომისმოყვარეობა და სანდოობა.

პირობები და ბენეფიტები:

** ფიქსირებული ანაზღაურება: 1000 ლარი (ხელზე)
** ბონუსი გეგმაზე მიბმულად: 1000 ლარიდან ზემოთ
** საშუალო გამომუშავება: 2000 ლარამდე
** ავტომობილის ცვეთის კომპენსაცია: 250 ლარი
** საწვავი - ყოველკვირეულად, გაწერილი მარშრუტის მიხედვით;
** ულიმიტო სასაუბრო პაკეტი;
** პროფესიული განვითარების და დაწინაურების შესაძლებლობა.

პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ შეტყობინება

"თქვენ მიერ გაგზავნილი რეზიუმე შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ და განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებს. კომპანიის მიერ რეზიუმეს გამოგზავნის შემთხვევაში მოხდება თქვენი მონაცემების დამუშავება "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად — მხოლოდ თანამშრომლობის მიზნებისთვის, არაუმეტეს 1 წლის ვადისა."

თუ თქვენი გამოცდილება და კვალიფიკაცია შეესაბამება ზემოთ ჩამოთვლილ მოთხოვნებს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელფოსტაზე: hr.ojakhuri@gmail.com

განცხადებების მიღების ბოლო ვადა: 28 აგვისტო, 2025 წელი

მადლობას გიხდით დაინტერესებისთვის და გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე