Print | Close
https://www.jobs.ge//ge/?id=654883&print=yes&view=jobs
 
ლოჯისტიკის და ინფრასტრუქტ. ტექნიკური მხარდაჭერის სპეციალისტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ლოჯისტიკის და ინფრასტრუქტ. ტექნიკური მხარდაჭერის სპეციალისტი
მომწოდებელი: ყიფშიძის სახ. საუნივერსიტეტო კლინიკა
გამოქვეყნდა: 01 აგვისტო / ბოლო ვადა: 20 აგვისტო
შპს "აკად. ნ. ყიფშიძის სახელობის ცენტრალური საუნივერსიტეტო კლინიკა" აცხადებს ვაკანსიას ლოჯისტიკისა და ინფრასტრუქტურის სამსახურის ტექნიკური მხარდაჭერის სპეციალისტის პოზიციაზე.

ადგილმდებარეობა: თბილისი, ვაჟა-ფშაველას გამზ. #29;
ანაზღაურება: 1875 ლარი დარიცხული
სამუშაო გრაფიკი: 09:30 სთ - 18:30 სთ
დასვენების დღე: შაბათი, კვირა.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** შენობის ყოველდღიური ტექნიკური მდგომარეობის მონიტორინგი
** ელექტრო, სანტექნიკური, ხის, ლითონისა და სხვა მცირე სარემონტო სამუშაოების შესრულება.
** კარის, ფანჯრის, ავეჯის, საკეტებისა და სხვა აღჭურვილობის შეკეთება ან გამართვა.
** სანტექნიკური და ელექტრო სისტემების მოვლა
** წყლის და გათბობის სისტემების სანტექნიკური მომსახურება (გაჟონვის აღმოფხვრა, ონკანების და მილების შეკეთება).
** ელექტრო ქსელის მცირე დაზიანებების შეკეთება, განათების შეცვლა, ელექტრო აღჭურვილობის შემოწმება.
** ინვენტარის და ინფრასტრუქტურის მოვლა
** კლინიკის შიდა ინფრასტრუქტურისა და აღჭურვილობის (საწოლები, ტუმბოები, თაროები, კარადები, მედ. აპარატურის ჩარჩოები) ტექნიკური გამართულობის შენარჩუნება.
** დაზიანებული ნივთების აღდგენა ან გადაცვლა მითითების მიხედვით.
** პროფილაქტიკური და საგანგებო ტექნიკური სამუშაოები
** პერიოდული შემოწმება კლინიკის შენობაზე, ლიფტებზე, კიბეებზე, სახურავზე და სხვა კრიტიკულ წერტილებზე.
** რისკების იდენტიფიცირება და დროული რეაგირება.
** თანამშრომლებთან და ადმინისტრაციასთან კოორდინაცია
** პრობლემის შესახებ ინფორმაციის მიღება და შესრულებული სამუშაოების დროული ანგარიშგება.
** ტექნიკური მასალის ან სარემონტო ნაწილების საჭიროების შემთხვევაში ინფორმაციის მიწოდება ლოჯისტიკის/მატერიალური უზრუნველყოფის სამსახურისთვის.
** გაწმენდასა და უსაფრთხოებაზე ზრუნვა სამუშაო პროცესში
** სამუშაო სივრცის სისუფთავის დაცვა შესრულებული სარემონტო სამუშაოების შემდეგ.
** უსაფრთხოების წესების დაცვა - ცეცხლის, ელექტრო და სამუშაო უსაფრთხოების სტანდარტების გათვალისწინება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება;
** არანაკლებ 2 წლიანი გამოცდილება მსგავს პოზიციაზე.

პიროვნული თვისებები:

** კრიტიკული აზროვნების უნარი;
** ანალიზის უნარი;
** დამოუკიდებლად გადაწყვეტილებების მიღების უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** კომპეტენტურობა;
** გუნდური მუშაობის უნარი.

დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@respublikuri.ge. სათაურის ველში, გთხოვთ, აუცილებლად მიუთითოთ პოზიციის დასახელება ან დაგვიკავშირდით ნომერზე: 577620350

აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, შპს "აკად. ნ. ყიფშიძის სახელობის ცენტრალური საუნივერსიტეტო კლინიკამ" მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (CV) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით. პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს.

ვაკანსიაზე CV-ების მიღების ბოლო თარიღია 2025 წლის 20 აგვისტო.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია