დასახელება:
ლოჯისტიკის და ინფრასტრუქტურის სამსახურ. შლაგბაუმის ოპერატორი
|
მომწოდებელი:
ყიფშიძის სახ. საუნივერსიტეტო კლინიკა
|
გამოქვეყნდა: 01 აგვისტო
/ ბოლო ვადა: 20 აგვისტო
|
შპს "აკად. ნ. ყიფშიძის სახელობის ცენტრალური საუნივერსიტეტო კლინიკა" აცხადებს ვაკანსიას ლოჯისტიკისა და ინფრასტრუქტურის სამსახურის შლაგბაუმის ოპერატორის პოზიციაზე.
ადგილმდებარეობა: თბილისი, ვაჟა-ფშაველას გამზ. #29
ანაზღაურება: საათობრივი ანაზღაურება დარიცხული 5.5 ლარი
სამუშაო გრაფიკი: 24 საათიანი მორიგეობა ყოველ მეოთხე დღეს
ძირითადი მოვალეობები:
** შლაგბაუმის მართვა;
** შლაგბაუმის ავტომატური ან მექანიკური ამოწევა/დაწევა საჭიროებისამებრ;
** ავტოსატრანსპორტო საშუალებების შეშვება მხოლოდ უფლებამოსილი პირთათვის;ბარათის/საშვის მქონე პირთათვის
** სასწრაფო დახმარების, პაციენტების ან სპეციალური სტატუსის მქონე ავტომობილების უპირატესად შეშვება.
** პოტენციური საეჭვო ან დაუდგენელი პირების/მანქანების დროული იდენტიფიცირება და შეტყობინება უსაფრთხოების სამსახურში;
** შიდა წესების დაცვაზე ზედამხედველობა შლაგბაუმთან მიმართებით (მაგ. მანქანების ჩქაროსნობის ლიმიტის დაცვა).
** კომუნიკაცია პერსონალთან და უსაფრთხოების სამსახურთან:
** კლინიკის ადმინისტრაციასთან, დაცვასთან და მისაღებთან კოორდინირებული მუშაობა;
** საჭიროების შემთხვევაში, სწრაფი რეაგირება და კომუნიკაცია საგანგებო სიტუაციებზე;
** ტექნიკური მდგომარეობის კონტროლი;
** შლაგბაუმის ტექნიკური გამართულობის შემოწმება და პრობლემის დაფიქსირების შემთხვევაში შესაბამისი ტექნიკური სამსახურის ინფორმირება;
** კლიენტებთან თავაზიანი მომსახურება;
** ვიზიტორებისა და პაციენტების კეთილგანწყობით მიღება;
** საჭიროების შემთხვევაში გზის მითითება ან მოკლე ინფორმაცია კლინიკის განლაგების შესახებ.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი/საშუალო განათლება;
** არანაკლებ 1 წლიანი გამოცდილება მსგავს პოზიციაზე.
პიროვნული თვისებები:
** კრიტიკული აზროვნების უნარი;
** ანალიზის უნარი;
** დამოუკიდებლად გადაწყვეტილებების მიღების უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** კომპეტენტურობა;
** გუნდური მუშაობის უნარი.
დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@respublikuri.ge. სათაურის ველში, გთხოვთ, აუცილებლად მიუთითოთ პოზიციის დასახელება ან დაგვიკავშირდით ნომერზე: 577 62 03 50
აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, შპს "აკად. ნ. ყიფშიძის სახელობის ცენტრალური საუნივერსიტეტო კლინიკამ" მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (CV) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით. პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს.
ვაკანსიაზე CV-ების მიღების ბოლო თარიღია 2025 წლის 20 აგვისტო.
|
|
|
|