დასახელება:
პროექტის მენეჯერი
|
მომწოდებელი:
გრანდ ელექტრონიქსი
|
გამოქვეყნდა: 01 აგვისტო
/ ბოლო ვადა: 01 სექტემბერი
|
ტექნიკის მაღაზიათა ქსელი "Grand Electronics" აცხადებს ვაკანსიას პროექტის მენეჯერის პოზიციაზე.
სამუშაო გრაფიკი: სრული/ ჰიბრიდული;
ადგილმდებარეობა: ვაჟა-ფშაველას 71, რეგუსი.
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
** კომპანიის ყველა სტრუქტურულ ერთეულთან კომუნიკაცია;
** კომპანიაში არსებული პროცესების ანალიზის, კრიტიკული პროცესებისა და პრობლემების გამოვლენა, გადაჭრის გზების მოძიება და მის გაწერებში მონაწილეობის მიღება;
** ანალიტიკური რეპორტების მომზადება;
** სხვადასხვა დეპარტამენტების მუშაობის ანალიზი და შედეგების გაზიარება მენეჯმენტთან;
** კონკურენტი კომპანიებისა და ბაზრის ანალიზი;
** საჭიროებიდან გამომდინარე უნივერსალური დავალებების შესრულება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება (ბაკალავრის ან მაგისტრის) ბიზნეს ადმინისტრირება, ფინანსები, ეკონომიკა, მათემატიკა ან სხვა მონათესავე ტექნიკურ დარგში;
** სავალდებულოა MS Excel ძალიან კარგად ცოდნა (Advance Level);
** ქართული ენა - სრულყოფილად;
** ინგლისური - კარგად.
პიროვნული კომპეტენციები/უნარები:
** ანალიტიკური აზროვნება;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** დეტალებზე ორიენტირებული;
** ორგანიზებული და მოწესრიგებული;
** დადგენილ ვადებში მუშაობის უნარი.
დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელ-ფოსტის შემდეგ მისამართზე: hr@grandel.ge. სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში, შემოსული განაცხადი არ განიხილება.
კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავებისას შპს "გრანდ ელექტრონიქსი" ხელმძღვანელობს პერსონალური მონაცემების დაცვის საერთაშორისო სტანდარტებით და საქართველოს კანონით პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ.
პერსონალური მონაცემების დამუშავების მიზანია დადგინდეს კანდიდატის შესაბამისობა ვაკანსიის მოთხოვნებთან. შპს "გრანდ ელექტრონიქს"-ში კანდიდატის მონაცემები ინახება არაუმეტეს 6 თვის ვადით.
შპს "გრანდ ელექტრონიქსი" კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ კანონის მოთხოვნათა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით.
|
|
|
|