დასახელება:
სახელმწიფო გაყიდვების მენეჯერი
|
მომწოდებელი:
აითი თექ
|
გამოქვეყნდა: 01 აგვისტო
/ ბოლო ვადა: 01 სექტემბერი
|
"აითი თექი" 2011 წელს დაფუძნდა და მას შემდეგ, კომპიუტერული ტექნიკის ქართულ ბაზარზე აქტიურად და წარმატებულად მოღვაწეობს.
ამ პერიოდის განმავლობაში, ჩვენს კომპანიას განხორციელებული აქვს 300-ზე მეტი მასშტაბური პროექტი, დღესდღეობით კი აქტიურად ვთანამშრომლობთ 350-ზე მეტ სახელმწიფო ორგანიზაციასა და კერძო კომპანიასთან.
კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაციისათვის ეწვიეთ ჩვენს გვერდს https://ittech.ge/about-us/
შ.პ.ს "აითი თექ" აცხადებს ვაკანსიას სახელმწიფო გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე. ჩვენ ვეძებთ კადრს კარგი საკომუნიკაციო და ანალიტიკური სკოლების მიქსით)
ფუნქცია-მოვალეობები:
** IT მიმართულებით სახელმწიფო ტენდერების მოძიება/მონიტორინგი;
** ტენდერების სრული ციკლის მართვა, საჭირო დოკუმენტების მომზადება და ორგანიზება;
** გაყიდვების მონაცემების შეგროვება და ანალიზი, ანგარიშების/რეპორტის მომზადება;
** მონაცემთა ბაზის განახლება და მართვა;
** ბაზრის კვლევა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** MS Office (Word, Excel, Power Point, Outlook) პროგრამების ცოდნა მაღალ დონეზე;
** სახელმწიფო სექტორთან მუშაობის გამოცდილება;
** სატენდერო პროცესების გამოცდილება სახელმწიფო ან კერძო სტრუქტურებში;
** კომპიუტერული ან ქსელური/სერვერული მიმართულებით ცოდნა ან სამუშაო გამოცდილება.
პირობები:
** 3000 ლარი + საბონუსე სისტემა
** სამუშაო ადგილი ც. დადიანის 7, "ქარვასლა", თბილისი
** ჯანმრთელობის დაზღვევა ანაზღაურებადი გამოსაცდელი ვადის (6 თვე) შემდეგ
** პოზიცია ითვალისწინება იშვიათ მივლინებებს საქართველოს მასშტაბით
რეზიუმეები მიიღება ელფოსტაზე hr@ittech.ge 30 აგვისტომდე. წერილის სათაურის ველში არ დაგავიწყდეთ მიუთითო სახელმწიფო გაყიდვების მენეჯერი.
მადლობას გიხდით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებას!
აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის ფარგლებში შეაგროვოს, დაამუშავოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით. პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს.
|
|
|
|