დასახელება:
1C შეკვეთების კოორდინატორი
|
მომწოდებელი:
ჩემი ოფისი
|
გამოქვეყნდა: 01 აგვისტო
/ ბოლო ვადა: 01 სექტემბერი
|
"ჩემი ოფისი" აცხადებს ვაკანსიას 1C შეკვეთების კოორდინატორის თანამდებობაზე.
თუ ხარ დეტალებზე ორიენტირებული, პედანტური და პასუხისმგებლობიანი ადამიანი, ეს ვაკანსია სწორედ შენთვისაა. ჩვენ ვეძებთ პასუხისმგებლობიან და მოწესრიგებულ თანამშრომელს, რომელსაც ექნება გამოცდილება ან სურვილი შეისწავლოს მუშაობა პროგრამა 1C-ში და აგრეთვე აკონტროლოს შეკვეთები.
დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ჩვენს ვებ-გვერდს: https://myo.ge/office-equipment-service/
მოვალეობები:
** პროდუქციის მიღება (დათვლა)
** მიღებული პროდუქციის პროგრამაში გატარება
** გაცემული პროდუქციის კონტროლი პროგრამა 1C-ში
პერსონალური უნარ-ჩვევები:
** სიზუსტე, ორგანიზებულობა და პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
** საოფისე პროგრამებში მუშაობის კარგი გამოცდილება
** პოზიტიური ურთიერთობა თანამშრომლებთან
** გუნდური მუშაობა
** აუცილებელია რუსული ენის საკომუნიკაციო დონეზე ფლობა
პირობები:
** სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, 09:00-18:00 სთ
** მისამართი: აკაკი ბელიაშვილის N9
** ანაზღაურება: 1200 ლარი
დაინტერესებულმა პირებმა გამოაგზავნეთ რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე hr@myoffice.com.ge და სათაურში მიუთითეთ "1C შეკვეთების კოორდინატორი".
|
|
|
|