დასახელება:
დამხმარე პერსონალი
|
მომწოდებელი:
საქართველოს ეტლების საწარმო
|
გამოქვეყნდა: 01 აგვისტო
/ ბოლო ვადა: 20 აგვისტო
|
შპს "საქართველოს ეტლების საწარმო" აცხადებს ვაკანსიას დამხმარე პერსონალის პოზიციაზე.
აღნიშნულ პოზიციაზე დავასაქმებთ 2-3 შერჩეულ კანდიდატს.
ძირითადი მოვალეობები:
** მასალა ნედლეულის დასაწყობება;
** საწყობში წესრიგის უზრუნველყოფა;
** წარმოების პროცესში საწყობიდან მასალა-ნედლეულის მიწოდება;
** ზეინკლებისთვის შესაბამისი დახმარების გაწევა;
** მზა პროდუქციის შეფუთვა.
უნარ-ჩვევები:
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** გუნდური მუშაობის უნარი.
კონკურსში მონაწილეობისათვის აპლიკანტმა უნდა წარმოადგინოს: რეზიუმე ქართულ ენაზე (CV).
ჩვენ გთავაზობთ:
** პროფესიონალ გუნდთან მუშაობას;
** მეგობრულ გარემოს;
** კარიერული ზრდის შესაძლებლობას.
სამუშაო განრიგი: ორშაბათი-პარასკევი, 10:00-17:00 საათამდე (1 საათი შესვენება)
სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, პოლიციის ქ. 1.
ანაზღაურება: 1000 ლარი ხელზე ასაღები.
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ რეზიუმე გამოაგზავნოთ ელ ფოსტაზე:
salomedzneladze@geowheelchair.com (ელფოსტის "subject" ველში მიუთითეთ სასურველი ვაკანსიის დასახელება).
რეზიუმეს მიღების ბოლო ვადა: 2025 წლის 20 აგვისტო.
კომპანიის შესახებ ზოგttps://ადი ინფორმაციის მისაღებად გთხოვთ ისარგებლოთ ჩვენი ოფიციალური ვებგვერდით www.etli.ge
გისურვებთ წარმატებას!
წინამდებარე ვაკანსიისათვის პირის მიერ CV-ს წარდგენა, გულისხმობს პირის მიერ პერსონალური მონაცემების დამსაქმებლისათვის გადაცემას და თანხმობის გაცხადებას აღნიშნული მონაცემების დამუშავების თაობაზე. CV-ში მოცემული პერსონალური მონაცემები დამსაქმებლის მიერ დამუშავებულ/შენახული იქნება გამოცხადებული ვაკანსიისათვის კანდიდატის შერჩევის მიზნით, შესასრულებელ სამუშაოსთან კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, შესაძლო შრომითი ურთიერთობის წარმოშობის მიზნით, შრომითი ურთიერთობის მთელი პერიოდის განმავლობაში, ასევე შრომითი ურთიერთობიდან გამომდინარე. დამსაქმებლის მხრიდან, ზემოთ აღნიშნული მიზნებისათვის, პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება შესაბამისი უფლებამოსილების მქონე პირთა/თანამშრომელთა მიერ.
ამასთანავე, გაცნობებთ, რომ უფლება გაქვთ ნებისმიერ დროს მიიღოთ ინფორმაცია თქვენს შესახებ დამუშავებულ მონაცემთა თაობაზე. კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში, მოითხოვოთ მათი გასწორება, განახლება, დამატება, დაბლოკვა, წაშლა და განადგურება, წერილობით შემდეგ ელ ფოსტაზე- salomedzneladze@geowheelchair.com შეტყობინების გაგზავნის გზით ან/და ფოსტის მეშვეობით
მისამართზე: ქ. თბილისი, პოლიციის ქ.1.
შპს "საქართველოს ეტლების საწარმო" კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ საქართველოს კანონის მოთხოვნათა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპის დაცვით და გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ფორმითა და ნიშნით.
|
|
|
|