დასახელება:
ლოგისტიკის მენეჯერის ასისტენტი
|
მომწოდებელი:
Merlons
|
გამოქვეყნდა: 01 აგვისტო
/ ბოლო ვადა: 01 სექტემბერი
|
"Merlons"-ის საქმიანობა ეფუძნება ინტერიერის და ექსტერიერის მოსაპირკეთებელი მასალებისა და საყოფაცხოვრებო ავეჯის იმპორტსა და საცალო-კორპორატიულ რეალიზაციას საქართველოში. ჩვენი მისიაა ვიყოთ გამორჩეულად სანდო, მეგობრული და კომპეტენტური კომპანია საზოგადოებასა და გარემოზე დადებითი გავლენის მოსახდენად.
ამჯერად, ვეძებთ ლოგისტიკის მენეჯერს.
ეს არის შესაძლებლობა შემოუერთდეთ განვითარებაზე ორიენტირებულ გუნდს და ხელი შეუწყოთ წამყვანი ბრენდის წარმატებას სახლის ინტერიერის ინდუსტრიაში.
ადგილმდებარეობა: თბილისი, აკაკი ბელიაშვილის 142
გრაფიკი: კვირაში ხუთი დღე - 10:00- 19:00 საათამდე (დასვენების დღეების შეთანხმებით)
ანაზღაურება: კომპეტენციის მიხედვით
ფუნქცია-მოვალეობები:
** ლოგისტიკურ საკითხებთან დაკავშირებით უცხოელ პარტნიორებთან კომუნიკაცია
** საბაჟო პროცედურებთან დაკავშირებული პროცესების მართვა
** სატრანსპორტო კომპანიებთან თანამშრომლობა
** შემოსული პროდუქციის მითვლა;
** წლიური აღწერების გაკეთებაში თანამონაწილეობა
** მომხმარებლებთან არსებული სხვადასხვა პრობლემური საკითხების (საჩივრების) მონიტორინგი;
** დაზიანებული/სარეზერვო პროდუქციის აღრიცხვა და პროდუქციის დაკომპლექტების მონიტორინგი.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება (სასურველია ლოგისტიკაში, ბიზნესის ადმინისტრირებაში ან დაკავშირებულ სფეროში)
** ლოგისტიკის მენეჯერის პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება
** ინგლისური ენის საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა
** კომპიუტერული უნარები (MS Excel, 1C)
** ორგანიზებულობა, მოლაპარაკების უნარები, პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.
ჩვენ გთავაზობთ:
** მეგობრულ და ახალგაზრდულ გუნდსა და სივრცეს, სადაც თქვენი იდეა და ინიციატივა მნიშვნელოვანია;
** კარიერული დაწინაურების რეალურ შესაძლებლობას;
** ჯანმრთელობის დაზღვევას;
** ყველაზე კარგი შედეგების მქონე თანამშრომლების მოგზაურობისა და დასვენების დაფინანსებას;
** შედეგებზე მიბმულ ბონუსსა და პრემიას;
** მზარდ ანაზღაურებას
დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: office@vitra.com.ge გთხოვთ, სათაურში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - "ლოგისტიკის მენეჯერი "
დეტალური ინფორმაცია ბრენდის შესახებ შეგიძლიათ იხილოთ საიტზე -
https://merlons.ge/ka/ https://www.facebook.com/Merlons.ge
http://vitra.com.ge/ https://www.facebook.com/VitraGeorgia
|
|
|
|