დასახელება:
ხაზინისა და საბრუნავი კაპიტალის მართვის მენეჯერი
|
მომწოდებელი:
კომპანია
|
გამოქვეყნდა: 01 აგვისტო
/ ბოლო ვადა: 01 სექტემბერი
|
ერთ-ერთი მსხვილი წარმოების კომპანია ეძებს ხაზინისა და საბრუნავი კაპიტალის მართვის მენეჯერს.
ადგილმდებარეობა: თბილისი
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
** ფულადი ნაკადების მოძრაობის რეპორტის აწყობა, ყოველკვირეული განახლება ფაქტის მიხედვით და შესაბამისად თვის ბოლომდე გეგმური ოპერაციების გადახედვა, ფულადი რესურსების საჭიროებების დროული იდენტიფიცირება;
** კონტრაგენტებთან მოთხოვნა/ვალდებულებების ანგარიშსწორების ვადებისა და გადარიცხვების კონტროლი;
** კომპანიის დებიტორების რეგულარული კონტროლი (ლიმიტების კონტროლი, ვადაგადაცილებების კონტროლი);
** ყოველთვიური თვის დახურვის რეპორტების წარმოება: დებიტორები, კრედიტორები; მარაგების რეზერვები; დებიტორების რეზერვები, და ა.შ.;
** კომპანიის სავალუტო რისკების შეფასება, სავალუტო პოზიციის რეგულარული მონიტორინგი და კონტროლი;
** მარაგების ნაშთების კონტროლი (უმოძრაო ნაშთების იდენტიფიცირება, კომუნიკაცია);
** ინვენტარიზაციების კალენდრის ფორმირება, ჩატარება, ხარვეზების იდენტიფიცირება და კომუნიკაცია;
** კაპიტალურ დანახარჯებზე და რემონტებზე კონტროლი, ბიუჯეტთან შესაბამისობის მონიტორინგი და შესაბამისი მოთხოვნის ფორმების ვიზირება;
** საწარმოო ნედლეულთან დაკავშირებული კონტრაქტების ვიზირება;
** დაზღვევის ტენდერის ინიცირება, პროცესის წარმართვა;
** ბიუჯეტირების პროცესში მონაწილეობის მიღება - კაპიტალური დანახარჯები და რემონტები; დებიტორები; კრედიტორები;
** აუდიტის პროცესში მონაწილეობის მიღება;
** ხაზინაში არსებული პროცესების შესწავლა, ანალიზი, მათი გაუმჯობესების შესაძლებლობების განსაზღვრა და უზრუნველყოფა, პროცესების/პროცედურების გაწერა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** ხაზინისა და საბრუნავი კაპიტალის მართვის გამოცდილება, სასურველია მსგავს სექტორში;
** ფულადი ნაკადების მოძრაობის რეპორტის შექმნის გამოცდილება.
დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ შეავსოთ მითითებული ლინკი:
https://forms.gle/WbGghVXASpmmqMuTA
|
|
|
|