დასახელება:
CNC დანადგარის სპეციალისტი
|
მომწოდებელი:
Blue Waters
|
გამოქვეყნდა: 01 აგვისტო
/ ბოლო ვადა: 01 სექტემბერი
|
თუ გაქვს CNC დანადგართან მუშაობის გამოცდილება, მზად ხარ ახალი გამოწვევებისთვის და სამუშაო ლოკაცია ლილოში მისაღებია "ბლუ უოთერსი"-ს გუნდში შენ გეძებთ CNC დანადგარის სპეციალისტის პოზიციაზე!
კომპანიის შესახებ მეტი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ვებგვერდს: Blue Waters
რა იქნება შენი მთავარი მიზანი: CNC დანადგართან მუშაობა და ბიოგამწმენდი დანადგარების წარმოებისთვის საჭირო კომპონენტების დამზადება
მიზნის მისაღწევად დაგჭირდება:
** ნაწილების კომპიუტერული მოდელირება;
** კონტროლის პროგრამის რედაქტირება, ჭრის რეჟიმის შერჩევა და ნაწილების დამუშავების პარამეტრების დაყენება;
** საჭრელი ხელსაწყოების (საჭრელები" დანები) და აპარატის სხვა სამუშაო ელემენტების შერჩევა, ხელსაწყოების ბლოკებში მონტაჟი, ყველა კომპონენტისა და მექანიზმის რეგულირება;
** მონტაჟი და მზა ნაწილის მოხსნა;
** კონტროლისა და გაზომვის ოპერაციები: დამუშავებული ნაწილების ზომების შესაბამისობის გაზომვა და კონტროლი ტექნიკურ სპეციფიკაციასთან;
** აპარატის სწორი მუშაობის მონიტორინგი გამაფრთხილებელი შუქებით და ციფრული დისპლეებით, საჭრელი ხელსაწყოს პერიოდული შემოწმება;
** კონტროლის პროგრამების რეგულირება და აპარატის კონფიგურაცია ნაწილების ყოველი ახალი პარტიისთვის;
** სამუშაო ადგილის მომზადება და მოწესრიგება;
** ArtCAM პროგრამების კარგი ცოდნა.
თანამშრომლობისას თავს კომფორტულად რომ გრძნობდე, გთავაზობთ:
** კონკურენტულ ანაზღაურებას: ფიქსირებული 1500 ლარი; ბონუსი - 1500 ლარი (საშუალოდ გენერირებული)
** ჯანმრთელობის დაზღვევას
** კორპორატიულ ნომერს და სატელეფონო ლიმიტს
** კარიერული ზრდის შესაძლებლობას
** სამუშაო განაკვეთს: ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, 09:00-დან 18:00 საათამდე (1 სთ შესვენება)
** ანაზღაურებად შვებულებას - 24 სამუშაო დღე
გასაუბრებაზე მოსახვედრად აუცილებელია მარტივი განაცხადის/აპლიკაციის შევსება. არ გადადო, გადადი ბმულზე ახლავე: https://hr.bluewaters.ge/Universalhelper_qazy/
აპლიკაციის შევსებით თქვენ ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ კომპანიამ დაამუშაოს და შეინახოს თქვენი პერსონალური მონაცემები 6 თვის განმავლობაში. შესაძლებელია, დამსაქმებელმა თქვენი მონაცემი შეინახოს და განიხილოს სხვა პოზიციაზეც.
|
|
|
|