დასახელება:
სატელეფონო გაყიდვების მენეჯერი
|
მომწოდებელი:
Blue Waters
|
გამოქვეყნდა: 01 აგვისტო
/ ბოლო ვადა: 01 სექტემბერი
|
თუ გაქვს გაყიდვების მიმართულებით გამოცდილება, ან მზად ხარ ახალი გამოწვევებისთვის გაყიდვების სფეროში "ბლუ უოთერსი"-ს გუნდში შენ გეძებთ სატელეფონო გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე!
კომპანიის შესახებ მეტი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ვებგვერდს: https://bluewaters.ge/chven-shesakheb/
რა იქნება შენი მთავარი მიზანი:
** გაყიდვების გეგმების შესრულება
** მაღალი ბონუსის დაგენერირება
მიზნის მისაღწევად დაგჭირდება:
** შემომავალი მოთხოვნების დამუშავება (სოციალური მედიის, სატელეფონო ზარების და სხვა არხების მეშვეობით მიღებული "ლიდები")
** მუშაობა სცენარის მიხედვით და მომფერებელთა კვალიფიცირება
** ჩვენს ტექნიკურ სპეციალისტსა და მომხმარებელს შორის შეხვედრის დაგეგმვა
** CRM სისტემაში ანგარიშების შევსება
** მონაწილეობის მიღება დაგეგმვასა და კომპანიის პროცესების გაუმჯობესებაში
** გაყიდვების გეგმების შესრულების უზრუნველყოფა
** რეპორტინგი, ყოველკვირეული ანგარიშის მომზადება მიმდინარე საქმიანობაზე და გაყიდვების შედეგებზე უშუალო ხელმძღვანელთან
თანამშრომლობისას თავს კომფორტულად რომ გრძნობდე, გთავაზობთ:
** კონკურენტულ ანაზღაურებას: ფიქსირებული 1000 ლარი; ბონუსი - 2000 ლარი (საშუალოდ გენერირებული)
** ჯანმრთელობის დაზღვევას
** კორპორაციულ ნომერს და სატელეფონო ლიმიტს
** კარიერული ზრდის შესაძლებლობას
** შიდა ეფექტურ სასწავლო სისტემას
** CRM პროგრამაში მუშაობის შესაძლებლობას
** სამუშაო განაკვეთს: ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, 10:00-დან 19:00 საათამდე (1 სთ შესვენება)
** ანაზღაურებად შვებულებას - 24 სამუშაო დღე
გასაუბრებაზე მოსახვედრად აუცილებელია მარტივი განაცხადის/აპლიკაციის შევსება. არ გადადო, გადადი ბმულზე ახლავე: https://hr.bluewaters.ge/TelephoneSales/
აპლიკაციის შევსებით თქვენ ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ კომპანიამ დაამუშაოს და შეინახოს თქვენი პერსონალური მონაცემები 6 თვის განმავლობაში. შესაძლებელია, დამსაქმებელმა თქვენი მონაცემი შეინახოს და განიხილოს სხვა პოზიციაზეც.
|
|
|
|