Робота для біженців з України
კორპორაციული გაყიდვების მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: კორპორაციული გაყიდვების მენეჯერი
მომწოდებელი: Blue Waters
გამოქვეყნდა: 01 აგვისტო / ბოლო ვადა: 01 სექტემბერი
თუ გაქვს B2B მიმართულებით გაყიდვებში გამოცდილება, გყავს საკუთარი ავტომობილი და მზად ხარ ახალი გამოწვევებისთვის "ბლუ უოთერსი"-ს გუნდში შენ გეძებთ კორპორაციული გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე!

კომპანიის შესახებ მეტი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ვებგვერდს: https://bluewaters.ge/chven-shesakheb/

რა იქნება შენი მთავარი მიზანი: გაყიდვების გეგმების შესრულება.

მიზნის მისაღწევად დაგჭირდება:

** ბლუ უოთერსის პროდუქტის კარგი ცოდნა
** პოტენციური მომხმარებლების მოძიება
** გაყიდვების სრული ციკლის მართვა: მომხმარებელთან კომუნიკაციიდან პროდუქციის დამონტაჟებამდე
** შეხვედრების დაგეგმვა (შესაძლებელია გასვლითი ვიზიტებიც)
** ბაზრის მოკვლევა და კონკურენტების ანალიზი
** CRM სისტემაში ანგარიშების შევსება
** დოკუმენტაციის მომზადება და მომხმარებლებისთვის გაზიარება (ხელშეკრულება, ივნოისი)

თანამშრომლობისას თავს კომფორტულად რომ გრძნობდე, გთავაზობთ:

** კონკურენტულ ანაზღაურებას: ფიქსირებული 2000 ლარი; ბონუსი - 2000 ლარი (საშუალოდ გენერირებული)
** ჯანმრთელობის დაზღვევას
** საწვავის და ავტომობილის ცვეთის ხარჯების ანაზღაურებას
** კორპორაციულ ნომერს და სატელეფონო ლიმიტს
** კარიერული ზრდის შესაძლებლობას
** შიდა ეფექტურ სასწავლო სისტემას
** CRM პროგრამაში მუშაობის შესაძლებლობას
** სამუშაო განაკვეთს: ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, 10:00-დან 19:00 საათამდე (1 სთ შესვენება)
** ანაზღაურებად შვებულებას - 24 სამუშაო დღე

გასაუბრებაზე მოსახვედრად აუცილებელია მარტივი განაცხადის/აპლიკაციის შევსება. არ გადადო, გადადი ბმულზე ახლავე: https://hr.bluewaters.ge/CorporateSalesManager/

აპლიკაციის შევსებით თქვენ ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ კომპანიამ დაამუშაოს და შეინახოს თქვენი პერსონალური მონაცემები 6 თვის განმავლობაში. შესაძლებელია, დამსაქმებელმა თქვენი მონაცემი შეინახოს და განიხილოს სხვა პოზიციაზეც.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე