დასახელება:
უმცროსი ბუღალტერი
|
მომწოდებელი:
ამერიკული ჰოსპიტალი თბილისი
|
გამოქვეყნდა: 01 აგვისტო
/ ბოლო ვადა: 01 სექტემბერი
|
"ამერიკული ჰოსპიტალი თბილისი" აცხადებს ვაკანსიას უმცროსი ბუღალტრის პოზიციაზე.
"ამერიკული ჰოსპიტალი თბილისი" თბილისის ცენტრში მდებარე JCI აკრედიტაციის მქონე მულტიპროფილური სამედიცინო დაწესებულებაა, რომელიც 2021 წელს აშშ-ს საერთაშორისო განვითარების საფინანსო კორპორაციის (DFC) მხარდაჭერითა და საქართველოს სახელმწიფოსთან წარმოშობილი ერთობლივი ინტერესების გათვალისწინებით გაიხსნა.
"ამერიკული ჰოსპიტალი თბილისი" ფუნქციონირებს საერთაშორისო სტანდარტებზე დაფუძნებული სერვისებით. ჰოსპიტალი იცავს მმართველობის თანამედროვე კონცეფციას, რომლითაც უზრუნველყოფს პაციენტზე ორიენტირებულ, მაღალხარისხიან სამედიცინო მომსახურებას. დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, გთხოვთ ეწვიოთ ვებგვერდს: http://www.ahtbilisi.com/
ადგილმდებარეობა: თბილისი, 0102 უშანგი ჩხეიძის ქ. #17;
შერჩევის ფორმა: გასაუბრება;
კორპორაციული ბენეფიტი: თანამშრომელთა კვებით უზრუნველყოფა.
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
** ყოველდღიური საბუღალტრო ოპერაციების აღრიცხვა - მთავარი ბუღალტრის ზედამხედველობით;
** პირადი და სხვა საბუღალტრო დოკუმენტაციის გადამოწმება - დოკუმენტების სისწორის უზრუნველყოფა, საბუღალტრო პროგრამაში ასახვა და ფიზიკური არქივირება;
** რეალიზაციის ოპერაციების პროგრამული ასახვის კონტროლი - პაციენტებთან, სადაზღვევო კომპანიებთან და სხვა კლიენტებთან დაკავშირებით;
** მიღებული ზედნადებებისა და საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების კონტროლი - შესყიდვების პროგრამაში გატარება და შესაბამისობა საგადასახადო კანონმდებლობასთან;
** საბანკო ოპერაციების ასახვა - საბუღალტრო პროგრამაში გატარება და საბანკო გადარიცხვების მომზადება ინტერნეტ-ბანკის სისტემაში;
** ხელფასების ბუღალტრული აღრიცხვა - პერსონალის ანაზღაურების გამოთვლაში მონაწილეობა;
** დებიტორულ-კრედიტორული დავალიანებების კონტროლი - შეხსენებების მომზადება, სალდოების გაანალიზება;
** საგადასახადო დეკლარაციების მომზადებაში მონაწილეობა - საჭირო მონაცემების მიწოდება და ძირითადი ფორმების შევსებაში მხარდაჭერა;
** მთავარი ბუღალტრის სხვა მითითებების შესრულება - ბუღალტრული აღრიცხვის პროცესთან დაკავშირებული ნებისმიერი სამუშაოს ფარგლებში;
** ინვენტარიზაციის პროცესებში აქტიური ჩართულობა და გამოვლენილი გადახრების ანალიზი და ფინანსური აღრიცხვა;
** კომპეტენციის ფარგლებში, უშუალო ხელმძღვანელისგან დაკისრებული სხვა დავალებების შესრულება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება ფინანსების, ეკონომიკის ან ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით;
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
** ჰოსპიტალურ სექტორში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
** ინგლისური ენის B1 დონეზე ცოდნა
** ფინანსური ანგარიშგებისა და ბუღალტრული აღრიცხვების საერთაშორისო სტანდარტების სიღრმისეულად ცოდნა;
** ფინანსურ უწყისებთან მუშაობის გამოცდილება;
** კომპიუტერული პროგრამების (Word, Excel, Outlook) მაღალ დონეზე ცოდნა;
** საინფორმაციო სისტემებთან მუშაობის გამოცდილება.
პიროვნული უნარები:
** პასუხისმგებლობის გრძნობა
** წერილობითი და ვერბალური კომუნიკაციის კარგი უნარები
** ანალიტიკური აზროვნების უნარი
** დეტალებზე ორიენტირებულობა
** დროის ეფექტური მართვის უნარი
** საქმიანობის ორგანიზებისა და დაგეგმვის უნარი
** კონფიდენციალურობის დაცვის უნარი
დაინტერესებულმა პირებმა გამოგვიგზავნეთ CV ელექტრონულ მისამართზე: hr@ahtbilisi.com. გთხოვთ, მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება სათაურის ველში, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი CV არ განიხილება.
ამერიკული ჰოსპიტალი თბილისი მადლობას უხდის ყველა დაინტერესებულ პირს. მხოლოდ შერჩეული კანდიდატები იქნებიან დაბარებული გასაუბრებაზე.
კანდიდატისთვის ცნობილია, რომ შპს "ამერიკან ჰოსპიტალ ნეთვორქის" ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, კანდიდატის მიერ წარმოდგენილ პერსონალურ მონაცემებს ამუშავებს "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნების შესაბამისად. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ, ასევე, კანდიდატის მიერ გამოგზავნილი მონაცემები შესაძლოა, არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე და დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტური ვაკანსიისათვის 6 (ექვსი) თვის ვადით. თუ თქვენ წინააღმდეგი ხართ, თქვენი კანდიდატურა განხილულ იქნას სხვა პოზიციაზე ან გსურთ, რომ შპს "ამერიკან ჰოსპიტალ ნეთვროქმა" შეწყვიტოს კონკრეტული ვაკანსიისთვის მონაცემების დამუშავება, ან გსურთ მონაცემთა ცვლილება ან წაშლა შეგიძლიათ დაუკავშირდეთ კომპანიას ელექტრონულ მისამართზე: ht@ahtbilisi.com.
თქვენ გაქვთ დამუშავებულ მონაცემთა თაობაზე ინფორმაციის მიღების, ამ მონაცემების დამუშავების საფუძვლისა და მიზნის, მონაცემთა შენახვის ვადის შესახებ, გაცნობისა და ასლების მიღების, მათი გასწორების, განახლების, შევსების, დაბლოკვის, დამუშავების შეწყვეტის, წაშლისა და განადგურების, გადატანის მოთხოვნის, გასაჩივრების უფლებების შესახებ.
პერსონალურ მონაცემთა დაცვის მაღალი სტანდარტის დანერგვისა და მათ დამუშავებასთან დაკავშირებული ნებისმიერი საკითხისა თუ წამოჭრილი პრობლემის მაქსიმალურად ეფექტურად მართვის/გადაჭრის მიზნით, წინამდებარე თანხმობის გამცემი პირი უფლებამოსილია, კონსულტაციისთვის, ნებისმიერ დროს მიმართოს დამსაქმებლის პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერს შპს "სამედიცინო იურიდიული საკონსულტაციო ჯგუფს" pdpo@ahtbilisi.com და არსებული საჭიროებიდან გამომდინარე, მაქსიმალურად მოკლე ვადაში მიიღოს კვალიფიციური და ოპერატიული მომსახურება.
|
|
|
|