Print | Close
https://www.jobs.ge//ge/?id=654786&print=yes&view=jobs
 
მთავარი ბუღალტერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მთავარი ბუღალტერი
მომწოდებელი: ქუდოს ჯორჯია
გამოქვეყნდა: 01 აგვისტო / ბოლო ვადა: 01 სექტემბერი
ფინანსური სერვისების საერთაშორისო კომპანია "Kudos Georgia" აცხადებს ვაკანსიას მთავარი ბუღალტრის პოზიციაზე.

ძირითადი მოვალეობები:

** ყოველდღიური ბუღალტრული საქმიანობის წარმართვა;
** ბუღალტრული ოპერაციების კონტროლი წარმოების და აღრიცხვის საბუღალტრო პროგრამაში;
** პირველადი დოკუმენტაციის კონტროლი;
** ყოველთვიური და ყოველწლიური დეკლარაციების წარდგენა შემოსავლების სამსახურში;
** ყოველთვიური დეკლარაციების წარდგენა საპენსიო სააგენტოში;
** ბუღალტრის საქმიანობასთან დაკავშირებული სხვა ამოცანების შესრულება.

ძირითადი მოთხოვნები:

** უმაღლესი/პროფესიული განათლება;
** აუცილებელია მთავარი ბუღალტრის პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება, სასურველია სამშენებლო მიმართულებით;
** საბუღალტრო პროგრამის ცოდნა (სასურველია Fina, Balance);
** აუცილებელია MS Excel-ის მაღალ დონეზე ცოდნა.

აუცილებელი უნარები:

** სამუშაოს მოკლე ვადებში შესრულების უნარი;
** ყურადღებიანი და დეტალებზე ორიენტირებული.

სამუშაო განაკვეთი: სრული;
ანაზღაურება: შეთანხმებით

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, თქვენი რეზიუმე გამოაგზავნოთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@Kudos.ge და სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება.

გაცნობებთ, რომ რეზიუმეს გამოგზავნით თქვენ აცხადებთ თანხმობას შპს "ქუდოს ჯორჯიამ" დაამუშაოს თქვენი პერსონალური მონაცემები ვაკანსიასთან შესაბამისობის დადგენის მიზნით.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია