დასახელება:
ვებ გვერდის ადმინისტრატორი
|
მომწოდებელი:
პრაგმა
|
გამოქვეყნდა: 01 აგვისტო
/ ბოლო ვადა: 01 სექტემბერი
|
"პრაგმა" - პროფესიონალებით დაკომპლექტებული კომპანიაა, რომლის ძირითადი საქმიანობაა ორგანიზაციების დამხმარე პროცესების მართვა და აუთსორს მომსახურება. ჩვენ წარმატებით ვოპერირებთ 2018 წლიდან და მუდმივად ვაფართოებთ საქმიანობის არეალს. გახდი პრაგმას გუნდის წევრი და ჩაერთე ქართული ბიზნესის განვითარებაში!
კომპანიის შესახებ დეტალურ ინფორმაციას შეგიძლიათ გაეცნოთ ვებგვერდზე: https://www.pragma.ge
ვაცხადებთ ვაკანსიას ვებ გვერდის ადმინისტრატორის პოზიციაზე.
თანამდებობა/პოზიცია: ვებ გვერდის ადმინისტრატორი
პოზიცია ექვემდებარება: მარკეტინგის მენეჯერს
ვაკანტური ადგილ (ებ)ის რაოდენობა: 1
აპლიკაციის/CV მიღების ბოლო ვადაა: 01.09.2025
ვაკანტური თანამდებობის ზოგადი მიზანი: კომპანიის ვებ გვერდის გამართული მუშაობის უზრუნველყოფა
ძირითადი მოვალეობები:
** კომპანიის ვებ-გვერდების (კოპრორატიული და ინტერნეტ-მაღაზიის) კონტენტის მართვა და ოპტიმიზაცია;
** ვებ-გვერდების გამართული ტექნიკური მუშაობის კონტროლი;
** განვითარება, დეველოპერებთან მუშაობის კოორდინირება;
** მოდულების, პლაგინების გატესტვა, განახლება;
** შესრულებული სამუშაოს შესახებ პერიოდული ანგარიშების მომზადება.
** საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება;
** WordPress ან CS-Cart-ზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
** ინგლისური ან რუსული ენის ცოდნა B2 დონეზე.
სამუშაო პირობები:
** სამუშაო რეჟიმი/გრაფიკი: სრული, 09:00-18:00 მდე, კვირაში 5 სამუშაო დღე
** სამუშაო ადგილი: თბილისი, დიღომი, ეთერ ბოცვაძის ქ. #4; "ქებული კლიმატის" სათავო ოფისი
სოციალური პაკეტი:
** ჯანმრთელობის დაზღვევა
** ლანჩით უზრუნველყოფა
** Fitpass-ით სარგებლობის შესაძლებლობა
** ყოველთვიური ავანსით სარგებლობა (სურვილის შემთხვევაში)
** პროდუქციაზე თანამშრომლის ფასდაკლება
** კორპორატიული ნომერი
** პარკინგი
შრომითი ხელშეკრულების ფორმა და ვადა:
** წერილობითი ხელშეკრულება 1 წლით, აქედან პირველი 6 თვე გამოსაცდელი ვადა.
** ხელშეკრულების შემდგომი გაგრძელება: შრომის კოდექსით გათვალისწინებული ვადების შესაბამისად
საბუთების მიღება: თუ ფიქრობთ, რომ თქვენი გამოცდილებითა და უნარ-ჩვევებით აკმაყოფილებთ ზემოთ ჩამოთვლილ მოთხოვნებს, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ რეზიუმე შემდეგ მისამართზე: vacancy@pragma.ge და სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება
კონკურსის პირობები და ეტაპები: კანდიდატები შეირჩევიან მოკლე სიისა და გასაუბრების საფუძველზე. დავუკავშირდებით მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს. გაცნობებთ, რომ ვახორციელებთ კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავებას, ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად.
დასაქმებულის უფლებები: როგორც წინასახელშეკრულებო, ასევე დასაქმების შემდგომ პერიოდში თანამშრომელი სარგებლობს შრომის კოდექსით მინიჭებული ყველა უფლებით. კომპანია იცავს და ემორჩილება დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის პრინციპს.
|
|
|
|