დასახელება:
ვადაგადაცილებული აქტივების ვიზიტორი
|
მომწოდებელი:
მოგო
|
გამოქვეყნდა: 01 აგვისტო
/ ბოლო ვადა: 30 აგვისტო
|
კომპანია "მოგო", აცხადებს ვაკანსიას ვადაგადაცილებული აქტივების ვიზიტორის პოზიციაზე თბილისში.
"მოგო" არის საერთაშორისო ჯგუფში "Eleving" შემავალი კომპანია, რომელიც საქართველოში ოპერირებს 10 წელია. Eleving ჯგუფი აერთიანებს საერთაშორისო და სწრაფად მზარდ ტექნოლოგიურ კომპანიებს და ოპერირებს 3 კონტინენტზე სატრანსპორტო საშუალებებისა და სამომხმარებლო დაფინანსების მიმართულებით. კომპანია Mogo დაარსდა 2012 წელს ლატვიაში, სწრაფად გადაიქცა მრავალ ბრენდულ ჯგუფად და, 2020 წლიდან, ზედიზედ ორი წლის განმავლობაში Financial Times-ის 1000 ყველაზე სწრაფად მზარდ კომპანიათა სიაშია. ამჟამად Eleving ჯგუფში დასაქმებულია 2500-ზე მეტი თანამშრომელი.
მეტი ინფორმაციისთვის, გთხოვთ, იხილოთ კომპანიის ვებ-გვერდი https://www.mogo.ge/
ძირითადი მოვალეობები:
** ყოველთვიური სამოქმედო გეგმის განსაზღვრა და აღსრულება უშუალო ხელმძღვანელთან შეთანხმებით;
** ვადაგადაცილებული პორტფელის მართვა, დაფარვების მონიტორინგი (დამატებითი ინფორმაციის მოძიება (საკონტაქტო ინფორმაცია, ლიზინგის საგნის შესახებ მოპოვებული დამატებითი ინფორმაცია და სხვა. მოძიებული ინფორმაციის შეყვანა სისტემა პროგრამაში);
** პრობლემურ კლიენტებთან, მათ თავდებებსა და დაკავშირებულ პირებთან კომუნიკაცია, დავალიანების აღმოფხვრის მიზნით;
** პრობლემურ კლიენტებთან დაკავშირება ტელეფონის საშუალებით, მოლაპარაკებების წარმოება და, საჭიროების შემთხვევაში მათ თავდებებსა და დაკავშირებულ პირებთან ვიზიტი;
** მოგოს საკუთრებაში არსებული ავტოსატრანსპორტო საშუალების გადაყვანის ორგანიზება კომპანიის შესაბამის სადგომზე;
** ე.წ. ძებნაზე დასმული ქეისების მონიტორინგი და მიმდინარე სამუშაო სტატუსებს განსაზღვრა კერძო აღმასრულებელთან კომუნიკაციის მეშვეობით.
** კომპანიის საკუთრებაში არსებული დაკარგული (დამალული) ავტომობილის მოძებნის პროცედურების დაგეგმვა და, კომპეტენციის ფარგლებში, გეგმის შესაბამისად აღსრულება. კერძო აღმასრულებელთან კონტაქტი და აღსრულების პროცესში მხარდაჭერა;
** კომპანიის საკუთრებაში არსებული დაზიანებული (გაძარცვული, დაშლილი) ავტომობილის აღჩენის შემთხვევაში შესაბამისი სამართლებრივი ზომების მიღება (ავტომობილის დაზიანებული ადგილების დეტალური დასურათება, პოლიციის გამოძახება, ადგილზე გამოძახებული სამართალდამცავი სამსახურებთან ურთიერთობა);
** შესრულებული საქმიანობის პროგრამულად ასახვა და შესაბამისი კომენტარების შეყვანა;
** სამუშაოსთან დაკავშირებული სხვა ფუნქცია-მოვალეობების შესრულება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება
** უმაღლესი განათლება;
** კომპიუტერული პროგრამების ცოდნა MS Office;
დამატებითი მოთხოვნები:
** პროაქტიულობა, ლიდერული თვისებები
** დაკვირვებულობა, ყურადღება დეტალების მიმართ;
** დროის სწორად და ეფექტურად განაწილების უნარი;
** პრობლემის გადაჭრის და გადაწყვეტილების დამოუკიდებლად მიღების უნარი;
** პროფესიულ განვითარებაზე ორიენტირებულობა;
** გუნდური მუშაობის ძალიან კარგი უნარები;
** ორგანიზებულობა და მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა.
ჩვენ გთავაზობთ:
** კონკურენტულ ანაზღაურებას;
** შესაძლებლობას გახდეთ სწრაფად მზარდი საერთაშორისო კომპანიის თანამშრომელი;
** პროფესიული განვითარებისა და თვითრეალიზაციის შესაძლებლობას;
** ინოვაციებზე ორიენტირებულ, სასიამოვნო და მეგობრულ სამუშაო გარემოს;
** პროფესიულ ტრენინგებს;
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ თქვენი რეზიუმე გამოაგზავნოთ შემდეგი ლინკის საშუალებით - https://talent.sage.hr/jobs/afc935d2-f4c4-4036-b324-b5525058f8ac ა.წ. 30 აგვისტომდე .
გისურვებთ წარმატებას!
"მოგოსათვის" ინფორმაციის მიწოდებით პირი ეთანხმება "მოგოს" მიერ მის პერსონალურ მონაცემთა დამუშავებას ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონისა და "მოგოს" "პერსონალურ მონაცემთა დაცვის პოლიტიკის" შესაბამისად.
ინფორმაცია პირის შესახებ ასევე შესაძლოა დამუშავდეს სამომავლოდ "მოგოში" ვაკანტურ პოზიციაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით.
ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ინახება არაუმეტეს 2 წლის ვადით.
კანდიდატი უფლებამოსილია მიიღოს ინფორმაცია მის შესახებ დამუშავებული პერსონალური მონაცემების შესახებ, რომელიც თავად მიაწოდა "მოგოს" და მოითხოვოს აღნიშნული ინფორმაციის გასწორება, განახლება, დამატება, დაბლოკვა, წაშლა და/ან განადგურება. აღნიშნული უფლების რეალიზაციისათვის პირს შეუძლია მიმართოს "მოგოს" ნომერზე: 0322244600
|
|
|
|