დასახელება:
გაყიდვების მენეჯერი
|
მომწოდებელი:
ელ+
|
გამოქვეყნდა: 01 აგვისტო
/ ბოლო ვადა: 01 სექტემბერი
|
სახანძრო უსაფრთხოების კომპანია "ელ+" აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე.
ცოტა რამ ჩვენი კომპანიის შესახებ: https://www.elplus.ge/index
სამუშაო ადგილი: ქ.თბილისი, ბერი გაბრიელ სალოსის 126.
გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, 10 სთ- 18 სთ-მდე
ძირითადი ფუნქციები:
** არსებული კლიენტების პორტფელის მართვა და განვითარების ხელშეწყობა;
** გაყიდვების სტრატეგიის დაგეგმვა, განხორციელება და კონტროლი;
** ახალი კლიენტების მოძიება და ბაზების გაფართოება (B2B და B2C ჩათვლით);
** საცალო გაყიდვების ახალი არხების იდენტიფიცირება და გახსნა;
** კონკურენტული ბაზრის ანალიზი და შესაბამისი რეკომენდაციების შემუშავება;
** გაყიდვების სტატისტიკის მომზადება და რეპორტინგი ხელმძღვანელობისთვის;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** მინიმუმ 2-3 წლიანი გამოცდილება გაყიდვებში, სასურველია როგორც B2B ასევე B2C სექტორში გამოცდილება;
** სამშენებლო სექტორის ან/და მეტალის პროდუქციის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;
** უმაღლესი განათლება (სასურველია ტექნიკური მიმართულებით);
** ინგლისური და რუსული ენების ცოდნა (ზეპირი და წერილობითი);
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების კარგად ფლობა;
უნარები:
** ეფექტური კომუნიკაცია;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** დროის მართვისა და დაგეგმვის უნარი;
** ერთდროულად რამდენიმე პროცესზე მუშაობის უნარი;
** გუნდური მუშაობის შესაძლებლობა;
ანაზღაურება: კონკურენტული (ფიქსირებული+ბონუსი გაყიდვებზე)
ჩვენ გთავაზობთ:
პროფესიულ განვითარებას, მეგობრულ სამუშაო გარემოს და კარიერული წინსვლის რეალურ შესაძლებლობას.
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე ელექტრონულ მისამართზე: hr@elplus.ge და გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება — "გაყიდვების მენეჯერი".
შენიშვნა: პირის მიერ რეზიუმე/ავტობიოგრაფიის (CV) გამოგზავნა გულისხმობს მის მიერ პერსონალური მონაცემების დამსაქმებლისთვის გადაცემას და თანხმობის გაცხადებას აღნიშნული მონაცემების დამუშავების თაობაზე. რეზიუმეში მითითებული პერსონალური მონაცემები დამსაქმებლის მიერ დამუშავებული/შენახული იქნება მხოლოდ ვაკანსიისათვის კანდიდატის შერჩევის მიზნით, შესასრულებელ სამუშაოსთან კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, შესაძლო შრომითი ურთიერთობის წარმოშობის მიზნით, შრომითი ურთიერთობის მთელი პერიოდის განმავლობაში, ასევე შრომითი ურთიერთობიდან გამომდინარე. დამსაქმებლის მხრიდან, ზემოთ აღნიშნული მიზნებისათვის, პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება მხოლოდ შესაბამისი უფლებამოსილების მქონე პირთა/თანამშრომელთა მიერ. კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება 12 თვის ვადით, შენახვა გონივრული ვადით ელექტრონული ან/და ამობეჭდილი სახით.
გისურვებთ წარმატებას!
|
|
|
|