Print | Close
https://www.jobs.ge//ge/?id=654434&print=yes&view=jobs
 
მოლარე-კონსულტანტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მოლარე-კონსულტანტი
მომწოდებელი: მაღაზია სპარი
გამოქვეყნდა: 31 ივლისი / ბოლო ვადა: 31 აგვისტო
მაღაზია "სპარი" აცხადებს კონკურსს მოლარე-კონსულტანტის ვაკანტურ პოზიციაზე.

სამუშაო ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი, უზნაძის ქ. #74 (პლეხანოვი)
სამუშაო დრო: დღის ცვლა 09:00 დან 18:00 მდე
ანაზღაურება - 1000 ლარი + ბონუსი

ფუნქცია-მოვალეობები:

** სალაროსთან დაკავშირებული ყველა საქმიანობის წარმოება;
** სალაროში არსებული ნაღდი ფულის კონტროლი:
** დარბაზის შესაბამის სექციაში პროდუქციის განთავსება მერჩენდაიზინგის წესების დაცვით, მისი მუდმივი კონტროლი და შევსება;
** პროდუქციის რეალიზაციამდე ხარისხის, ვადიანობის, ფასმაჩვენებლების სიზუსტის მუდმივი მონიტორინგი;
** მომხმარებლისთვის სექციაში განთავსებული პროდუქციის შესახებ კონსულტაციის გაწევა;
** კომპეტენციის ფარგლებში ობიექტის მენეჯერის სხვა დავალებების შესრულება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** საოფისე პროგრამების ცოდნა;

უნარები:

** მართვის და ორგანიზების უნარი;
** ვერბალური კომუნიკაციის უნარი;
** სამუშაოს დაგეგმვისა და დროის ეფექტიანად მართვის უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;

დაინტერესებულ კანდიდატებს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელ.ფოსტაზე: vacanciesgnt@gmail.com გთხოვთ "Subject"-ში მიუთითოთ პოზიციის დასახელება - "მოლარე- კონსულტანტი". ასევე შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ სატელეფონო ნომერზე: 558 337 819

მაღაზია "სპარი" მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისთვის და გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია