დასახელება:
რეაბილიტოლოგი
|
მომწოდებელი:
ექიმ ბუბნოვსკის სამედიცინო ცენტრი
|
გამოქვეყნდა: 31 ივლისი
/ ბოლო ვადა: 31 აგვისტო
|
"ექიმ ბუბნოვსკის ცენტრი" არის ხერხემლისა და ძვალ-სახსროვანი სისტემის დაავადებების სამკურნალო და სარეაბილიტაციო ცენტრი, რომელიც 2016 წლიდან ფუნქციონირებს საქართველოს ტერიტორიაზე.
ამჟამად ჩვენი კლინიკის ფარგლებში სამედიცინო საქმიანობის რამდენიმე ახალ მიმართულებას ვითარდება და მოხარული ვიქნებით გუნდში ახალი კოლეგების მიღებით. ჩვენთან მუშაობისას, თქვენ სიამოვნებას მოგანიჭებთ მეგობრული გარემო და უამრავი მადლიერი პაციენტი.
ახლა ჩვენ ვეძებთ კადრს, ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვან თანამდებობაზე: რეაბილიტოლოგი.
მოვალეობები:
** ექიმის მიერ გაწერილი ვარჯიშების ჩატარება;
** მკურნალობის დროს პაციენტების თანხლება და მეთვალყურეობა;
** სამედიცინო ჩანაწერების წარმოება (სარეაბილიტაციო პროგრამა) ინდივიდუალური მიდგომა და მუშაობა თითოეულ პაციენტთან.
მოთხოვნა:
** უმაღლესი სამედიცინო განათლება სპეციალობით "ფიზიკური რეაბილიტაცია";
** ანატომიის, ფიზიოლოგიის, რეაბილიტაციის მეთოდების ცოდნა;
** პასუხისმგებლობის გრძნობა.
რას გთავაზობთ:
** კონკურენტული ანაზღაურება;
** იმუშაოთ პროფესიონალ და მეგობრულ გუნდში;
** განვითარება - ტრენინგი უნიკალური მეთოდოლოგიით კომპანიის ხარჯზე;
** კორპორატიული ფასდაკლება კომპანიის მომსახურებაზე (მათ შორის მეგობრებისა და ნათესავებისათვის);
** კომფორტული სამუშაო პირობები;
** მადლიერი პაციენტები.
დაინტერესების შემთხვევაში გამოაგზავნეთ თქვენი CV/რეზიუმე შემდეგი ელფოსტის მისამართზე: hr.symmetria.ge@gmail.com
მოხარული ვიქნებით, გიხილოთ ჩვენს გუნდში!
(სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება)
|
|
|
|