Робота для біженців з України
პროდუქტების ციფრული მხარდაჭერის განყოფილების ხელმძღვანელი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: პროდუქტების ციფრული მხარდაჭერის განყოფილების ხელმძღვანელი
მომწოდებელი: კრისტალი
გამოქვეყნდა: 30 ივლისი / ბოლო ვადა: 13 აგვისტო
მიკრობანკი "კრისტალი" აცხადებს ვაკანსიას პროდუქტების ციფრული მხარდაჭერის განყოფილების ხელმძღვანელის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: თბილისი
ფილიალი: სათაო ოფისი (ა. წერეთლის 118) იხ.მისამართი
ვაკანსიის რაოდენობა: 1
განაკვეთი: სრული

"კრისტალი" ქართულ ფინანსურ ბაზარზე ერთ-ერთი ყველაზე დიდი ისტორიის მქონე ფინანსური ინსტიტუტია, რომელიც გამოირჩევა სოციალური პასუხისმგებლობით, გამჭვირვალობითა და პასუხისმგებლობიანი დაკრედიტებით. "კრისტალი" უკვე 27 წელია წარმატებით ოპერირებს მთელი ქვეყნის მასშტაბით და 50-მდე ფილიალის მეშვეობით ხელს უწყობს ათასობით მომხმარებლის ეკონომიკურ განვითარებას.

"კრისტალის" დიდი გუნდი აერთიანებს 1000-ზე მეტ ადამიანს, რომლებიც ქმნიან საერთო ღირებულებებზე - გუნდურობასა და განვითარებაზე დაფუძნებულ კორპორატიულ კულტურას. სწორედ ასეთი გარემო და ურთიერთობები განაპირობებს ჩვენი კომპანიის სიძლიერეს, სტაბილურობასა და წარმატებას.

ჩვენ გთავაზობთ:

** პიროვნულ და პროფესიულ ზრდას
** მეგობრულ და პროფესიონალურ სამუშაო გარემოს

ძირითადი მოვალეობები:

** განყოფილების საქმიანობის კოორდინაცია და მართვა;
** თანამშრომლების სამუშაოს სწორად დაგეგმვა, განაწილება, შესრულების მონიტორინგი და შესაბამისი უკუკავშირების მიწოდება, მათ მოტივაციასა და პროფესიულ განვითარებაზე ზრუნვა;
** საჭიროებების გამოვლენა, პროცესების დიგიტალიზაციის საჭიროების ანალიზი და კონცეფციის შემუშავება;
** პროდუქტების ციფრული განვითარების დაგეგმვა და განხორციელება;
** პროდუქტების მენეჯერის როლის შესრულება არადელეგირებული პროდუქტებისათვის;
** ახალი ციფრული პროდუქტების შექმნის პროექტებში, საჭიროების შემთხვევაში დამკვეთის ან პროდუქტის მფლობელის (product owner) როლით მონაწილეობა;
** კომპანიის შიგნით და გარეთ ჩართულ მხარეებთან კომუნიკაცია;
** პერიოდული ანგარიშგება ხელმძღვანელთან.

საჭირო კვალიფიკაცია და მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება (სასურველია ტექნიკური/ინფორმაციული მიმართულებით);
** ტექნოლოგიურ/ციფრულ პროდუქტებთან მუშაობის გამოცდილება;
** პროექტების მართვის მინ. 3-წლიანი გამოცდილება;
** მენეჯერულ პოზიციაზე მინ. 2-წლიანი გამოცდილება;
** ინგლისური ენის ცოდნა (B2);

უნარ-ჩვევები:

** საქმიანობის დაგეგმვისა და ორგანიზების უნარი;
** შედეგზე ორიენტირებულობა;
** გადაწყვეტილების მიღების უნარი;
** გუნდის მართვისა და და შეკვრის უნარი;
** ეფექტური კომუნიკაციის უნარი.

თუ თვლით, რომ ვაკანსიის აღწერილობა თანხვედრაშია თქვენს ინტერესებსა და კომპეტენციებთან, გთხოვთ 2025 წლის 13 აგვისტოს ჩათვლით გამოგვიგზავნოთ რეზიუმე შემდეგ ელ. მისამართზე: vacancy@crystal.ge (გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება).

რეზიუმეების განხილვის შედეგად, დაკავშირება მოხდება მხოლოდ დადებითად განხილულ კანდიდატებთან ვაკანსიის დასრულებიდან მაქსიმუმ 3 კვირის ვადაში.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე