დასახელება:
ქცევის თერაპევტი
|
მომწოდებელი:
ჰაბიტატი თანასწორობის, მიღწევების და განვითარებისთვის
|
გამოქვეყნდა: 30 ივლისი
/ ბოლო ვადა: 17 აგვისტო
|
ჰაბიტატი თანასწორობის, მიღწევების და განვითარებისთვის აცხადებს ვაკანსიის ქცევის თერაპევტის პოზიციაზე.
ვაკანსიის ადგილმდებარეობა: ბაღდათის მუნიციპალიტეტი, სოფ. ზედა დიმი
მომწოდებელი: ჰაბიტატი თანასწორობის, მიღწევების და განვითარებისთვის
გამოქვეყნების თარიღი: 2025 წლის 30 ივლისი
განაცხადის წარდგენის ბოლო ვადა: 2025 წლის 17 აგვისტო
ძირითადი მოვალეობები:
** ბავშვის/მოზარდის განვითარებისა და ადაპტური ფუნქციონირების დონის შეფასების პროცესში მონაწილეობა;
** წლიური გეგმის შესაბამისად ქცევითი თერაპიის სეანსების ჩატარება;
** მუშაობის ინდივიდუალური განრიგის შედგენა და მართვა;
** შესრულებული სამუშაოს აღრიცხვა სპეციალური ფორმით;
** სამუშაო გარემოს მომზადება;
** ქცევითი თერაპიის სეანსებისათვის საჭირო სამუშაო მასალების დამზადება;
სავალდებულო უნარ-ჩვევების ცოდნა და გამოცდილება:
** უმაღლესი განათლება, სასურველია სოციალურ მეცნიერებათა სფეროში (ფსიქოლოგია, მეტყველების თერაპია, მედიცინა, პედაგოგიკა);
** ქცევის გამოყენებითი ანალიზის საბაზისო ცოდნა;
** ქართული ენის სრულყოფილად ფლობა (წერა, კითხვა, მეტყველება);
** კარგი კომუნიკაციის უნარი, კონფლიქტების გადაჭრისა და გუნდური მუშაობის უნარ-ჩვევები;
** შემოქმედებითი აზროვნება;
** კეთილსინდისიერება;
** სხვადასხვა დარღვევების მქონე ბავშვებთან მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება;
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების (Word, Excel) პრაქტიკული ცოდნა;
** სასურველია ინგლისური ენის ცოდნა.
მიღებული დოკუმენტების გადარჩევის შემდეგ მოხდება წარმატებულ კანდიდატებთან გასაუბრება და საჭიროების შემთხვევაში, "ქცევის გამოყენებითი ანალიზის" საბაზისო ტრენინგ კურსის (ABA) გავლა.
თითოეულ შერჩეულ კანდიდატთან ინდივიდუალურად იქნება შეთანხმებული კურსის საფასურის გადახდის პირობები. გადამზადების შემთხვევაში ორგანიზაცია უზრუნველყოფს კანდიდატის დასაქმებას.
აღნიშნულ პოზიციაზე ანაზღაურება მუდმივად ზრდადია კვალიფიკაციის ზრდის შესაბამისად.
დაინტერესების შემთხვევაში: გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი CV (რეზიუმე/ავტობიოგრაფია), სამოტივაციო წერილი, კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტაციის (დიპლომის) და ქცევის გამოყენებითი ანალიზის საბაზისო კურსის (ABA) გავლის დამადასტურებელი სერტიფიკატის ასლები (არსებობის შემთხვევაში) ელექტრონულ მისამართზე Contact.head.ge@gmail.com სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება "ქცევის თერაპევტი".
განაცხადების მიღება წარმოებს 2025 წლის 17 აგვისტოს ჩათვლით 24:00 საათამდე.
დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით: ტელ: 0431 251333
ელ-ფოსტა: Contact.head.ge@gmail.com
კანდიდატთა შერჩევის პროცესი ხორციელდება დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ კანონის მოთხოვნათა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით.
დაკავშირება მოხდება მხოლოდ იმ პირებთან, ვინც გაივლის შერჩევის პირველ ეტაპს და მიენიჭება კანდიდატის სტატუსი.
გთხოვთ გაითვალისწინეთ, რომ დოკუმენტების გამოგზავნით თქვენ აცხადებთ თანხმობას ორგანიზაციის მიერ თქვენი პერსონალური მონაცემების ფლობასა და დამუშავებაზე.
|
|
|
|