Робота для біженців з України
აგრონომი - თბილისი, რეგიონები
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: აგრონომი
მომწოდებელი: SIS Pitches
გამოქვეყნდა: 30 ივლისი / ბოლო ვადა: 30 აგვისტო
ირლანდიური საერთაშორისო კომპანია "SIS Pitches", რომელიც ამჟამად საქართველოსა და მთელს მსოფლიოში დაკავებულია სპორტული მოედნების მშენებლობითა და მოვლა-პატრონობით, აცხადებს აგრონომის ვაკანსიას საქართველოს სხვადასხვა ქალაქში.

სამუშაო გრაფიკი: კვირაში 5 დღე, 9-საათიანი სამუშაო განაკვეთი
ადგილმდებარეობა: თბილისი, ქუთაისი, წყალტუბო, ფოთი, ქობულეთი, ბათუმი
ანაზღაურება: 1800 ლარი

აუცილებელი უნარ ჩვევები და განათლება:

** აუცილებელია განათლება ან/და გამოცდილება აგრარულ სფეროში, რათა კანდიდატი ფლობდეს ინფორმაციას მწვანე საფარის სიცოცხლის ციკლის თავისებურებებთან დაკავშირებით

რისი კეთება მოგიწევს ჩვენთან?

** მინდვრის მოვლა შესაბამისი სასუქებისა და ქიმიკატების შეტანით
** მინდვრის გაკრეჭა და მოწესრიგება
** მინდვრის მორწყვის სისტემის კონტროლი
** თამაშის წინ მინდვრის დახაზვა
** თამაშის შესვენებისას და მის შემდგომ მინდვრის მოწესრიგება
** ზოგადად მინდვრის მენეჯმენტი

თქვენ მიერ გაგზავნილი რეზიუმე (CV) "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები ჩვენი კომპანიის მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის, შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ასევე, სავაკანსიო მოთხოვნებიდან გამომდინარე, თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე (CV) შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე ან რეზიუმე (CV) შესაძლოა დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე.

იმ შემთხვევაში, თუ აკმაყოფილებთ და ეთანხმებით ზემოაღნიშნულს, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ფოტოსურათით მითითებულ ელფოსტაზე: sisgeorgia@sispitches.com.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე