დასახელება:
ადრეული განვითარების სპეციალისტი
|
მომწოდებელი:
ჰაბიტატი თანასწორობის, მიღწევების და განვითარებისთვის
|
გამოქვეყნდა: 30 ივლისი
/ ბოლო ვადა: 17 აგვისტო
|
ჰაბიტატი თანასწორობის, მიღწევების და განვითარებისთვის აცხადებს ვაკანსიისადრეული განვითარების სპეციალისტის პოზიციაზე.
სამუშაო ადგილი: ბაღდათი
სამუშაო საათები: სრული, ინდივიდუალური გრაფიკი
გამოქვეყნების თარიღი: 2025 წლის 30 ივლისი
განაცხადის წარდგენის ბოლო ვადა: 2025 წლის 17 აგვისტო
ძირითადი მოვალეობები:
** ბავშვისა და ოჯახის ძლიერი მხარეებისა და საჭიროებების შეფასება კურიკულუმზე დაფუძნებული შეფასების ინსტრუმენტის გამოყენებით;
** შეფასების შემდგომი ინდივიდუალური განვითარების/მომსახურების გეგმის გაწერა;
** გაწერილი ინდივიდუალური განვითარების/მომსახურების გეგმის განხორციელება;
** მშობელთა ან სხვა საჭირო დაწესებულებების კონსულტირება და შესაბამისი რეკომენდაციების გაცემა;
** ინკლუზიურ სკოლამდელ ან სასკოლო განათლებაში ჩართვის ხელშეწყობა;
** თემში არსებული ასაკისა და საჭიროების შესაბამის მომსახურებებში ჩართვის ხელშეწყობა;
** საჭიროების შემთხვევაში ახალი დაწესებულების მიერ პირველი ინდივიდუალური განვითარების/მომსახურების გეგმის შემუშავებაში მონაწიელობის მიღება;
** ინდივიდუალური და/ან ჯგუფური სამუშაო/ შეხვედრების მონაწილეობა;
** მშობლის განათლება, სხვადასხვა უნარ-ჩვევების, მათ შორის ქცევის მართვისა და კომუნიკაციის უნარ-ჩვევების განვითარებაში ხელშეწყობა;
** საქმიანობასთან დაკავშირებული სხვადასხვა დავალებების შესრულება;
** დოკუმენტაციის წარმოება;
** უწყვეტი სწავლის პროცესში ჩართვა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები
** უმაღლესი განათლება ფსიქოლოგიაში/პედაგოგიკასა თუ დაწყებით განათლებაში ან მონათესავე სფეროში;
** ბავშვებთან მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
** კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა;
** მაღალი პასუხისმგებლობა და საქმისადმი კეთილსინდისიერი დამოკიდებულება;
პიროვნული თვისებები:
** თანადგომისა და ემპათიის უნარი
** ეფექტური კომუნიკაცია - მოსმენის, გაგებისა და ნდობის მოპოვების უნარი
** ურთიერთობების დამყარების უნარი/გუნდური მუშაობა - სხვადასხვა დონეზე კომუნიკაციის დამყარების უნარი და ადეკვატური ემოციური უკუკავშირი
** გუნდში მუშაობა და სხვების თავისებურებების გათვალისწინება
** მოქნილობა და დამოუკიდებლობა
** თვითკონტროლი და სიმშვიდის შენარჩუნება რთულ და სტრესულ სიტუაციებში
** დაგეგმვისა და ორგანიზების უნარი
** წერითი უნარ-ჩვევები
კადრის შერჩევა განხორციელდება სამ ეტაპად: მიღებული დოკუმენტების გადარჩევა; წარმატებულ კანდიდატებთან გასაუბრება და საჭიროების შემთხვევაში, პროფესიული გადამზადება "კოალიცია ბავშვთა ადრეული განვითარებისთვის" ორგანიზაციის მიერ ონლაინ ტრენინგით.
"კოალიცია ბავშვთა ადრეული განვითარებისთვის" პროფესიული გადამზადების (თეორიული/პრაქტიკული კურსი) ღირებულებაა 1500 ლარი, ტრენინგის ხანგრძლივობა 3 თვე. თითოეულ შერჩეულ კანდიდატთან ინდივიდუალურად იქნება შეთანხმებული კურსის საფასურის გადახდის პირობები. გადამზადების შემთხვევაში ორგანიზაცია უზრუნველყოფს კანდიდატის დასაქმებას.
აღნიშნულ პოზიციაზე ანაზღაურება მუდმივად ზრდადია კვალიფიკაციის ზრდის შესაბამისად.
დაინტერესების შემთხვევაში: გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი CV (რეზიუმე/ავტობიოგრაფია), კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტაციის ასლები და სამოტივაციო წერილი, ელ-ფოსტაზე: contact.head.ge@gmail.com "თემაში" მიუნიშნეთ "ადრეული განვითარების სპეციალისტი" ვაკანსია.
განაცხადების მიღება წარმოებს 2025 წლის 17 აგვისტოს ჩათვლით 24:00 საათამდე.
დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით: ტელ: 0431 251333
ელ-ფოსტა: Contact.head.ge@gmail.com
კანდიდატთა შერჩევის პროცესი ხორციელდება დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ კანონის მოთხოვნათა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით.
დაკავშირება მოხდება მხოლოდ იმ პირებთან, ვინც გაივლის შერჩევის პირველ ეტაპს და მიენიჭება კანდიდატის სტატუსი.
გთხოვთ, გაითვალისწინეთ, რომ დოკუმენტების გამოგზავნით თქვენ აცხადებთ თანხმობას ორგანიზაციის მიერ თქვენი პერსონალური მონაცემების ფლობასა და დამუშავებაზე.
|
|
|
|