Робота для біженців з України
გაყიდვების მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: გაყიდვების მენეჯერი
მომწოდებელი: ბიემსისი ცენტრი
გამოქვეყნდა: 30 ივლისი / ბოლო ვადა: 30 აგვისტო
"ბიემსისი ცენტრი" წარმოადგენს განათლების საერთაშორისო პლატფორმას, რომელიც აერთიანებს სხვადასხვა მიმართულების ყველაზე მოთხოვნად კურსებს. ცენტრი მომხმარებლებს სთავაზობს კეთილმეგობრულ გარემოს, ინოვაციურ მიდგომებსა და სწავლების თანამედროვე მეთოდებს.

"ბიემსისი ცენტრი" აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე.

ვეძებთ მოტივირებულ და შედეგებზე ორიენტირებულ თანამშრომელს, რომელიც შემოუერთდება განვითარებაზე ორიენტირებულ გუნდს. პოზიცია მოიცავს სასწავლო კურსების გაყიდვას, მომხმარებლებთან კომუნიკაციასა და ონლაინ კონსულტაციების გაწევას.

ჩვენ გთავაზობთ:

** სრულად დისტანციური სამუშაო ფორმატი;
** სტაბილური და ფიქსირებული ანაზღაურება ბონუსების სისტემით;
** სწავლებისა და პროფესიული განვითარების შესაძლებლობა;
** პერსონალური კარიერული ზრდის პერსპექტივა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება (შეიძლება მიმდინარეობდესაც);
** გაყიდვების სფეროში გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
** საბაზისო კომპიუტერული უნარები;
** გამართული წერილობითი და ვერბალური კომუნიკაციის უნარი ქართულ ენაზე.

პიროვნული უნარები:

** შედეგებზე ორიენტირებულობა;
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
** ეფექტური კომუნიკაციისა და დამარწმუნებელი საუბრის უნარი;
** ენერგიულობა და ორგანიზებულობა;
** განვითარებაზე მუდმივი ორიენტაცია.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე:
hr@centerbmcc.ge

გსურთ გახდეთ გუნდის წევრი, რომელიც ყოველდღიურად ვითარდება და წინ მიდის? — შემოგვიერთდით ბიემსისი ცენტრში!
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე