დასახელება:
შესყიდვებისა და ლოგისტიკის სპეციალისტი
|
მომწოდებელი:
სპექტრუმი
|
გამოქვეყნდა: 30 ივლისი
/ ბოლო ვადა: 30 აგვისტო
|
კომპანია "სპექტრუმი" წარმოადგენს სრულად ინტეგრირებულ საპროექტო-სამშენებლო კომპანიას, რომლის მომსახურების სფერო მოიცავს არქიტექტურას, ინტერიერის დიზაინს, ქალაქ-გეგმარებას და მშენებლობას.
სამშენებლო პროექტის ფარგლებში ვაცხადებთ ვაკანსიას შესყიდვების და ლოჯისტიკის სპეციალისტის პოზიციაზე.
მოვალეობები:
** საერთაშორისო და ადგილობრივი შესყიდვის განხორციელება;
** შესყიდვების ციკლის მართვა და კონტროლი;
** მომწოდებლებთან მოლაპარაკების წარმოება და პირობების შეთანხმება, კომპანიის ინტერესების დაცვით;
** მომწოდებლებთან გრძელვადიანი ურთიერთობების შენარჩუნებაზე ზრუნვა;
** შესყიდვის პროცედურისათვის ყველა საჭირო დოკუმენტაციის მომზადება;
** საქმიანობასთან დაკავშირებული დოკუმენტაციის წარმოება და კონტროლი;
** საჭიროების შემთხვევაში, ახალი მომწოდებლების მოძიება მოთხოვნების შესაბამისად;
** საჭიროების შემთხვევაში, საუკეთესო ფასის მისაღებად, ტენდერის ორგანიზება;
** სატენდერო წინადადებების მომზადებაში მონაწილეობის მიღება;
** ფასთა შედარება და მონიტორინგი;
** პროდუქციის ხარისხის კონტროლი;
** ლოგისტიკური საოპერაციო ციკლის მართვა;
** შესყიდული პროდუქციის ადგილამდე მოწოდების მონიტორინგი;
** იმპორტის საბაჟო პროცედურების განხორციელება;
** საოპერაციო საჭიროებებიდან გამომდინარე უშუალო ხელმძღვანელის დავალებების შესრულება კომპეტენციის ფარგლებში.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები, პიროვნული თვისებები და უნარები:
** უმაღლესი განათლება, სასურველია ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით;
** საოფისე პროგრამების განსაკუთრებით Excel -ის მაღალ დონეზე ცოდნა;
** ინგლისური ენის ცოდნა;
** სავალდებულოა საბაჟო და ლოჯისტიკის მიმართულებით არანაკლებ 3 წლიანი სამუშაო გამოცდილება;
** მოლაპარაკების წარმოების უნარი;
** ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
** ანალიტიკური აზროვნების უნარი;
** გუნდურად მუშაობის უნარი;
** დროის ეფექტურად მართვის უნარი.
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: careers@spectrum.ge გთხოვთ, სათაურის ველში (subject) მიუთითეთ პოზიციის დასახელება: " შესყიდვების და ლოჯისტიკის სპეციალისტი" წინააღმდეგ შემთხვევაში კანდიდატი არ განიხილება. დავუკავშირდებით მხოლოდ გასაუბრებისთვის შერჩეულ კანდიდატებს.
გაცნობებთ, რომ თქვენ მიერ რეზიუმეს (CV) გამოგზავნის შემთხვევაში, თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდება ჩვენ მიერ "კანონის" მე-5 მუხლის 1-ელი პუნქტის "ბ" ქვეპუნქტითა და მე-6 მუხლის 1-ელი პუნქტის "თ" ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძვლებით - თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების მიზნით.
"სპექტრუმიის" საკადრო პოლიტიკიდან გამომდინარე, თქვენი რეზიუმე შესაძლოა შენახულ იქნას 1 წლის ვადით. თქვენ, ნებისმიერ დროს შეგიძლიათ სპექტრუმის ელ. ფოსტაზე წერილობითი მომართვის გზით გამოიხმოთ თქვენი რეზიუმე, თუმცა ეს შეუძლებელს გახდის თქვენთან სახელშეკრულებო ურთიერთობის დამყარებას.
|
|
|
|