დასახელება:
კერძო დაცვითი საქმიანობის შემოწმების სპეციალისტი
|
მომწოდებელი:
112
|
გამოქვეყნდა: 30 ივლისი
/ ბოლო ვადა: 08 აგვისტო
|
შსს სსიპ - საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი "112" აცხადებს ვაკანსიას კერძო დაცვითი საქმიანობის შემოწმების სპეციალისტის პოზიციაზე (შრომითი ხელშეკრულებით).
ვაკანტური ადგილების რაოდენობა: 4
სამუშაო ადგილი: ქ. ქუთაისი
თანამდებობრივი სარგო: 2, 240 ლარი (საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადების ჩათვლით).
სამუშაო გრაფიკი: სრული განაკვეთი
ორგანიზაციის შესახებ ინფორმაცია
შსს სსიპ - საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი "112"-ის ამოცანებია:
** გადაუდებელი დახმარების ოპერატიული და ეფექტიანი მართვის მიზნით საგანგებო სიტუაციებსა და საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა შემთხვევებში ერთიანი სატელეფონო ნომრის − "112"-ის საშუალებით შეტყობინებების მიღება;
** უფლებამოსილ სუბიექტებთან ერთად საგანგებო სიტუაციებისა და გადაუდებელი დახმარების გაწევის აუცილებლობის სხვა შემთხვევების ოპერატიული და ეფექტიანი მართვა და ამ მიზნით აღნიშნულ სუბიექტებთან კოორდინირებული საქმიანობის უზრუნველყოფა;
** ვიდეოანალიტიკური პროგრამების გამოყენებით 24-საათიანი უწყვეტი ვიდეომეთვალყურეობის განხორციელება ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე დანაშაულის ჩადენის, დანაშაულის მცდელობის ფაქტისა და სამართალდარღვევის დაფიქსირებისა და შესაბამისი რეაგირების მიზნით;
** საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევაში და წესით ელექტრონული ზედამხედველობის უზრუნველყოფა;
** საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით კერძო დაცვითი საქმიანობის ლიცენზიის გაცემა და მისი კონტროლი.
ფუნქცია-მოვალეობები:
** დასავლეთ საქართველოს მასშტაბით კერძო დაცვითი ორგანიზაციებისა და მცველის მიერ საქმიანობის საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოთხოვნებთან შესაბამისობის შემოწმება;
** საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული მოთხოვნების დარღვევის შემთხვევაში სამართალდარღვევის ოქმის შედგენა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** განათლება - უმაღლესი (ბაკალავრი).
** სამუშაო გამოცდილება: არანაკლებ ერთწლიანი სამუშაო გამოცდილება (სასურველია, საჯარო ან კერძო სექტორში მონიტორინგის, ინსპექტირების ან კონტროლის სფეროში).
** კომპიუტერული პროგრამების ცოდნა: Microsoft Office - ცოდნის დონე - კარგი
უნარები:
** დისციპლინირებულობა;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** სწრაფი რეაგირება;
** ორგანიზებულობა;
საკონკურსო თემატიკა:
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2019 წლის 27 დეკემბრის №108 ბრძანება "საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირი - საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი "112" -ის დებულების დამტკიცების შესახებ";
"კერძო დაცვითი საქმიანობის შესახებ" საქართველოს კანონი.
შერჩევის ეტაპები:
** I ეტაპი - რეზიუმეების მიღება/ შერჩევა;
** II ეტაპი - ინდივიდუალური გასაუბრება;
ჩვენთან დასაქმების შემთხვევაში საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი "112" გთავაზობთ:
** ჯანმრთელობის დაზღვევას;
** კორპორაციული ტელეფონის ნომერს.
დაინტერესებულმა კანდიდატებმა რეზიუმეები უნდა გამოაგზავნონ ელფოსტაზე hr@112.ge, რასაც თან უნდა ახლდეს შემდეგი დოკუმენტაცია:
** პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
** დიპლომის ასლი ან ცნობა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან;
განაცხადების მიღების ბოლო ვადაა - 08/08/2025წ.
|
|
|
|