Робота для біженців з України
ცვლის ხელმძღვანელის თანაშემწე
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ცვლის ხელმძღვანელის თანაშემწე
მომწოდებელი: 112
გამოქვეყნდა: 30 ივლისი / ბოლო ვადა: 08 აგვისტო
შსს სსიპ - საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი "112" აცხადებს ვაკანსიას ეკონომიკური სამმართველოს ევაკუატორით მომსახურების სერვის ცენტრის (განყოფილება) ცვლის ხელმძღვანელის თანაშემწის პოზიციაზე (შრომითი ხელშეკრულებით).

ვაკანტური ადგილების რაოდენობა: 4
სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი
შრომის ანაზღაურება: 2, 188 ლარი (ხელზე ასაღები 1, 750 ლარი).

შსს სსიპ - საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი "112"-ის ამოცანებია:

** გადაუდებელი დახმარების ოპერატიული და ეფექტიანი მართვის მიზნით საგანგებო სიტუაციებსა და საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა შემთხვევებში ერთიანი სატელეფონო ნომრის − "112"-ის საშუალებით შეტყობინებების მიღება;
** უფლებამოსილ სუბიექტებთან ერთად საგანგებო სიტუაციებისა და გადაუდებელი დახმარების გაწევის აუცილებლობის სხვა შემთხვევების ოპერატიული და ეფექტიანი მართვა და ამ მიზნით აღნიშნულ სუბიექტებთან კოორდინირებული საქმიანობის უზრუნველყოფა;
** ვიდეოანალიტიკური პროგრამების გამოყენებით 24-საათიანი უწყვეტი ვიდეომეთვალყურეობის განხორციელება ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე დანაშაულის ჩადენის, დანაშაულის მცდელობის ფაქტისა და სამართალდარღვევის დაფიქსირებისა და შესაბამისი რეაგირების მიზნით;
** საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევაში და წესით ელექტრონული ზედამხედველობის უზრუნველყოფა;
** საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით კერძო დაცვითი საქმიანობის ლიცენზიის გაცემა და მისი კონტროლი.

ფუნქცია-მოვალეობები:

** საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი "112"-ის საჯარიმო ავტოსადგომზე პიროვნების იდენტიფიკაცია;
** საჯარიმო ავტოსადგომიდან ავტოსატრანსპორტო საშუალების გაყვანის უზრუნველყოფა და სპეციალურ პროგრამაში საქმეების რეგისტრაცია.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** სრული საშუალო განათლება;
** მუშაობის არანაკლებ ერთწლიანი სამუშაო გამოცდილება;
** მექანიკური ავტოტრანსპორტის მართვის გამოცდილება;
** მართვის მოწმობა "B" კატეგორია (სასურველია C კატეგორია);
** კომპიუტერული საოფისე პროგრამების საბაზისო დონეზე ცოდნა.

უნარები:

** დისციპლინირებულობა;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** სწრაფი რეაგირება;
** ორგანიზებულობა;
** მოწესრიგებულობა;

შერჩევის ეტაპები:

** I ეტაპი - რეზიუმეების მიღება/ შერჩევა;
** II ეტაპი - ინდივიდუალური გასაუბრება;

ჩვენთან დასაქმების შემთხვევაში საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი "112" გთავაზობთ:

** ჯანმრთელობის დაზღვევას;
** კორპორაციული ტელეფონის ნომერს;

დაინტერესებულმა კანდიდატებმა რეზიუმეები უნდა გამოაგზავნონ ელფოსტაზე: hr@112.ge, რასაც თან უნდა ახლდეს შემდეგი დოკუმენტაცია:

** პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
** მართვის მოწმობის ასლი.

განაცხადების მიღების ბოლო ვადაა - 08/08/2025
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე