Робота для біженців з України
სარემონტო სამუშაოების მიმართულების თანაშემწე
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: სარემონტო სამუშაოების მიმართულების თანაშემწე
მომწოდებელი: ოლ–პი ჯგუფი
გამოქვეყნდა: 29 ივლისი / ბოლო ვადა: 29 აგვისტო
კომპანია "ოლ-პი ჯგუფი" დაარსდა 2007 წელს. კომპანიის ძირითად მიმართულებას წარმოადგენდა სამრეწველო იატაკები და ჰიდროსაიზოლაციო სისტემები. ამ სფეროში ერთიანდება ბეტონის საფარები მოხვეწილი ზედაპირით, პოლიმერული, რბილი და ელასტიური იატაკები, ასევე ბრტყელი გადახურვის სისტემები.

2010 წლიდან კომპანია გადავიდა განვითარების ახალ ეტაპზე და დამკვეთს სთავაზობს სამშენებლო მომსახურების სრულ პაკეტს.

პროფესიონალიზმი, გამოცდილება და ინოვაციური მიდგომა საქმისადმი წარმოადგენს "ოლ-პი ჯგუფი"-ს წარმატების საწინდარს.

კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაციისათვის ეწვიეთ ჩვენს გვერდს: http://www.all-p.ge/

"ოლ-პი ჯგუფი" აცხადებს ვაკანსიას სარემონტო სამუშაოების მიმართულების თანაშემწის პოზიციაზე:

ძირითადი მოვალეობები:

** სამშენებლო შესყიდვებთან დაკავშირებული სხვადასხვა ადმინისტრაციული დოკუმენტების (მათ შორის პირველადი დოკუმენტაციის: მომსახურების მიღების აქტების, მიღება-ჩაბარების აქტები და სხვა) მომზადება/წარმოება;
** ტექნიკური ნახაზებისა და დოკუმენტაციის გადამოწმება და შესრულებაში გამოყენება;
** შიდა ფორმა N2-ის მომზადება და ბუღალტერიასთან მუშაობის კოორდინაცია;
** რეპორტინგის წარმოება საჭიროების და ხელმძღვანელის მოთხოვნის შესაბამისად;
** ზედნადები ხარჯების კონტროლი და აღრიცხვა;
** სამუშაო გრაფიკის შესრულების უზრუნველყოფა და მონიტორინგი;
** სამუშაო პროცესის გაუმჯობესების მიმართულებით წინადადებების მომზადება.
** სარემონტო სამუშაოების პროცესში ხელმძღვანელის მითითებების შესაბამისად მოქმედება და მხარდაჭერა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** აუცილებელია მსგავს პოზიციაზე მუშაობის სულ მცირე 1 წლის გამოცდილება;
** უმაღლესი განათლება (სასურველია ეკონომიური და/ან სამშენებლო კუთხით);
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა (MS Office)
** ინგლისური/რუსული ენების სასაუბრო დონეზე ცოდნა;

უნარ-ჩვევები:

** მართვის უნარი;
** კომუნიკაბელურობა;
** პრეზენტაბელურობა;
** პრობლემების ეფექტურად მოგვარების უნარი;
** დროის მართვის უნარი;
** მოლაპარაკების წარმოების უნარი.

სამუშაო პირობები:

** სამუშაო განაკვეთი: სრული;
** ანაზღაურება: კანდიდატის კვალიფიკაციიდან გამომდინარე, ინდივიდუალურად იქნება განხილული;
** სამუშაო ადგილი: თბილისი.

ჩვენთან დასაქმების შემთხვევაში გთავაზობთ:

** სამედიცინო დაზღვევა (ინდივიდუალური ან საოჯახო);
** FitPass;
** ტრენინგებსა და პროფესიული ზრდის შესაძლებლობას;
** კომფორტულ სამუშაო გარემოს;
** მეგობრულ და განვითარებაზე ორიენტირებულ გუნდს.

დაინტერესებულმა კანდიდატებმა გამოაგზავნეთ თქვენი СV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: career@ec.ge 2025 წლის 29 აგვისტოს ჩათვლით. სათაურის ველში გთხოვთ მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში, კომპანია იტოვებს უფლებას არ განიხილოს თქვენი კანდიდატურა.

თქვენ მიერ CV-ის გამოგზავნით, თქვენ თანხმობას აცხადებთ შპს "ოლ-პი ჯგუფმა" დაამუშაოს თქვენი პერსონალური მონაცემები დასაქმების მიზნით. თქვენი პერსონალური მონაცემები შეინახება შპს "ოლ-პი ჯგუფის" ბაზაში 1 წლის ვადით.

გისურვებთ წარმატებებს!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე