Робота для біженців з України
გენერალური მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: გენერალური მენეჯერი
მომწოდებელი: Next Step Academy
გამოქვეყნდა: 29 ივლისი / ბოლო ვადა: 29 აგვისტო
"ნექსთ სტეპ აკადემია" აცხადებს ვაკანსიას გენერალური მენეჯერის პოზიციაზე.

ჩვენ ვართ პროგრესის, ზრდისა და შესაძლებლობების სივრცე. ნექსთ სტეპ აკადემია, პროფესიული განათლების სფეროში ლიდერობისკენ სწრაფვაში, უკვე მრავალი წელია ავითარებსადამიანებს, აძლევს მათ ახალ ცოდნას, უნარებს და დასაქმების შესაძლებლობას. ჩვენი ყოველი წარმატება ეფუძნება პროფესიონალ, მოტივირებულ და მიზანდასახულ ადამიანებს, რომლებიც მუდმივად მზად არიან ახალი გამოწვევებისთვის.

ჩვენ ვეძებთ გენერალურ მენეჯერს, რომელსაც შეეძლება:

** კომპანიის მართვის სრული ციკლის ორგანიზება;
** მარკეტინგის, გაყიდვების, ადმინისტრაციული და ფინანსური გუნდების კოორდინირება;
** ბიზნეს პროცესების მუდმივი ოპტიმიზაცია, ანალიზი და გაუმჯობესების რეკომენდაციების მომზადება;
** თანამშრომელთა მოტივაციის შენარჩუნება;
** კომპანიის მიზნების შესაბამისად სტრატეგიული განვითარების გეგმების შემუშავება და განხორციელება;
** ფინანსური მართვისა და ბიუჯეტის კონტროლი, ფინანსური რეპორტინგი და ანალიზი;
** ეფექტური კომუნიკაციის უზრუნველყოფა კომპანიის შიგნით და პარტნიორებთან ურთიერთობის მართვა;
** სხვადასხვა ტიპის პროექტებისა და ინიციატივების დაგეგმვა, შესრულება და მონიტორინგი.

ჩვენი მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება ბიზნეს ადმინისტრირების მიმართულებით (ბაკალავრი);
** მინიმუმ 4-წლიანი გამოცდილება მენეჯერულ პოზიციაზე, სხვადასხვა ფუნქციების მართვის გამოცდილებით;
** ბიზნეს პროცესების დაგეგმვისა და მართვის უნარი;
** ანალიტიკური აზროვნება და გადაწყვეტილებების დამოუკიდებლად მიღების უნარი;
** MS Office პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა;
** ტექნოლოგიების და სიახლეების სწრაფად ათვისების უნარი.

დამატებითი უნარები, რაც პრიორიტეტულია:

** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** დროისა და ამოცანების ეფექტურად მართვის უნარი;
** დამოუკიდებლად მუშაობისა და გუნდური საქმიანობის უნარი;
** ლიდერული თვისებები და გუნდური სულისკვეთების წახალისების უნარი.

ჩვენთან დაგხვდება:

** დინამიური და მეგობრული სამუშაო გარემო;
** პროფესიული ზრდისა და განვითარების მუდმივი შესაძლებლობა;
** მოქნილი, ონლაინ სამუშაო გრაფიკი 10:00-დან 19:00 საათამდე;
** კონკურენტული ანაზღაურება გამოცდილების შესაბამისად;
** სხვადასხვა შეთავაზებები, ტრენინგები და სასწავლო პროგრამები.

თუ დაინტერესებული ხარ ვაკანსიით, მოგვწერე ელფოსტაზე: info@nextstepacademy.ge
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე