დასახელება:
სოციალური მედიის მენეჯერი
|
მომწოდებელი:
კომპანია
|
გამოქვეყნდა: 29 ივლისი
/ ბოლო ვადა: 29 აგვისტო
|
გიყვარს კრეატივი, ტექსტების წერა, ვიდეოების გადაღება, მონტაჟი და ტენდენციებზე დაკვირვება?
ეძებ სივრცეს, სადაც შეგიძლია შენი იდეებით წარუდგე ათასობით ადამიანს?
ჩვენ ვეძებთ სოციალური მედიის მენეჯერს, რომელიც ჩვენს ბრენდს სოციალურ ქსელებში საინტერესოდ და ეფექტურად წარადგენს!
მოვალეობები:
** სოციალური მედიის (Facebook, Instagram, TikTok და სხვ.) კონტენტის დაგეგმვა და მართვა
** კრეატიული პოსტების და ტექსტების შექმნა
** ვიზუალური მასალის მომზადებასა და დიზაინზე კოორდინაცია
** კომენტარებსა და შეტყობინებებზე პასუხი
** ანალიტიკის საშუალებით შედეგების მონიტორინგი და ანგარიშგება
** ტენდენციების მუდმივი კვლევა და ჩართვა კონტენტში
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** სოციალური მედიის მართვის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება
** ტექსტების შექმნის უნარი (კრეატიულობა + გრამატიკა)
** Canva-ს ან მსგავს პროგრამებთან მუშაობის გამოცდილება - უპირატესობად ჩაითვლება
** ორგანიზებულობა და პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
** კომუნიკაციისა და იდეების წარდგენის უნარი
სამუშაო რეჟიმი: მოქნილი
ანაზღაურება: გასაუბრების საფუძველზე.
დაინტერესების შემთხვევაში გამოგვიგზავნე რეზიუმე და პორტფოლიო შემდეგ ელ. ფოსტაზე: bigday.ge@gmail.com.
გავაცოცხლოთ იდეები ერთად - შემოგვიერთდი.
|
|
|
|