Робота для біженців з України
მარკეტინგის მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მარკეტინგის მენეჯერი
მომწოდებელი: ჯითისი სერვის ჯგუფი
გამოქვეყნდა: 29 ივლისი / ბოლო ვადა: 29 აგვისტო
შიდა და საერთაშორისო გადაზიდვების კომპანია "ჯითისი კონტინენტალი" და მშენებლობის სექტორში მოქმედი კომპანია "ჯითისი სერვის ჯგუფი" აცხადებს ვაკანსიას მარკეტინგის მენეჯერის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი 122
განაკვეთი: სრული

ფუნქცია-მოვალეობები:

** კომპანიის მარკეტინგული სტრატეგიის დაგეგმვა და განხორციელება ორივე ბრენდისთვის
** მარკეტინგული კამპანიების შემუშავება, მართვა და ეფექტიანობის ანალიზი
** ბაზრის კვლევა, კონკურენტული ანალიზი და ტენდენციების მონიტორინგი
** კლიენტებთან და პარტნიორებთან ეფექტური კომუნიკაციის უზრუნველყოფა
** ღონისძიებების ორგანიზება და ბრენდის პრეზენტაცია ღონისძიებებზე
** სარეკლამო სააგენტოებთან, დიზაინერებთან კომუნიკაცია და მარკეტინგული მასალების მომზადება
** მარკეტინგული ბიუჯეტის შემუშავება და მართვა

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება ბიზნეს ადმინისტრირების/მარკეტინგის მიმართულებით;
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება;
** ინგლისური (C1);
** საქმიანი მოლაპარაკებების წარმართვისა და პრეზენტაციის ჩატარების უნარი;
** გუნდურად და დამოუკიდებლად მუშაობის უნარი;
** კრეატიული აზროვნება;
** ორგანიზებული, მიზანდასახული;
** პასუხისმგებლობის გრძნობა;
** წერითი და ვერბალური კომუნიკაციის უნარი.

დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ, გამოგზავნოთ რეზიუმე ელფოსტაზე: hr@gtcgroup.ge და სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი რეზიუმე არ განიხილება.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე