Робота для біженців з України
ვიზუალური მერჩენდაიზერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ვიზუალური მერჩენდაიზერი
მომწოდებელი: ატელიე აუთლეტი
გამოქვეყნდა: 29 ივლისი / ბოლო ვადა: 29 აგვისტო
"ატელიე აუთლეტი" ყველაზე დიდი აუთლეტ მაღაზიაა საქართველოში, რომელიც მომხმარებლებს 250-მდე პრემიუმ ბრენდის ქალის, მამაკაცის და ბავშვის ტანსაცმელს, ფეხსაცმელს, აქსესუარებს და პარფიუმერიას სთავაზობს

"ატელიე აუთლეტის" ბრენდებს შორისაა: Roberto Cavalli, Hugo Boss, Massimo Dutti, COS, ZARA, Stradivarius, adidas, Nike...

"ატელიე აუთლეტი" აცხადებს ვაკანსიას ვიზუალური მერჩენდაიზერის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, მარშალ გელოვანის 36
სამუშაო გრაფიკი: სრული

მოვალეობები:

** მაღაზიაში პროდუქციის განლაგება სტანდარტის მიხედვით;
** სავაჭრო სივრცის სწორად დაგეგმარება,
** ვიტრინების გაფორმება, კომპოზიციის შედგენა;
** სარეკლამო მასალების ეფექტური გამოყენება;
** მომხმარებლისთვის პროდუქციის ეფექტური შეთავაზება და გაყიდვების გაზრდაზე ზრუნვა

მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება;
** ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1-წლიანი გამოცდილება
** თანამედროვე ბრენდების და მოდის ტენდენციების ცოდნა

თუ მზად ხართ იმუშაოთ მზარდ კომპანიაში და განვითარდეთ პროფესიულად, გამოაგზავნეთ თქვენი მონაცემები (CV) შემდეგ მისამართზე: vacancy@atelieroutlet.ge. გთხოვთ, შესაბამის ველში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის სახელწოდება "ვიზუალური მერჩენდაიზერი", წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი მონაცემები არ განიხილება.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე