Робота для біженців з України
მოლარე-კონსულტანტი, პრესელერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მოლარე-კონსულტანტი, პრესელერი
მომწოდებელი: ალკო აუთლეტი
გამოქვეყნდა: 29 ივლისი / ბოლო ვადა: 30 აგვისტო
ალკოჰოლური სასმელების სპეციალიზებული მაღაზია - "ალკო აუთლეტი" აცხადებს ვაკანსიებს მოლარე-კონსულტანტის და პრესელერის პოზიციებზე თბილისში, დიდუბეში.

1. მოლარე-კონსულტანტი

ფუნქცია-მოვალეობები:

** მომხმარებლისათვის კონსულტაციის გაწევა, პროდუქციის შესახებ დეტალური ინფორმაციის მიწოდება;
** პროდუქციის მერჩენდაიზინგის სტანდარტების დაცვით თაროებზე განთავსება;
** თაროების რეგულარულად შევსება;
** ფასმაჩვენებლებისა და სხვადასხვა სარეკლამო მასალების სწორად განთავსება;
** პროგრამაში საჭირო გატარებების განხორციელება;
** სალარო ოპერაციების წესების სრული დაცვით წარმოება.

გრაფიკი: 10:00 - 20:00 (კვირაში 5 სამუშაო დღე)
ანაზღაურება: 1, 000 ლარი ფიქსირებული (ხელზე ასაღები) + ბონუსი გაყიდვიდან; ჯამურად (საშუალოდ) 1, 800-2, 000 ლარი.

2. პრესელერი

ძირითადი მოვალეობები:

** სავაჭრო ობიექტებიდან პროდუქციის შეკვეთის აღება;
** ახალი ობიექტების მოძიება;
** სადისტრიბუციო ქსელის გაფართოებაზე მუშაობა;
** ობიექტების დავალიანებების კონტროლი და თანხების ამოღება;
** სავაჭრო ობიექტებში პროდუქციის ნაშთების ოპერატიული ანალიზი.

ძირითადი მოთხოვნები:

** სასურველია აღნიშნულ სფეროში/პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
** მართვის მოწმობა (B კატეგორია);
** ავტომობილი.

პირობები:

** ანაზღაურება: 1, 000 ლარი ფიქსირებული (ხელზე ასაღები) + ბონუსი გაყიდვიდან; ჯამურად (საშუალოდ) 3, 000-3, 500 ლარი.
** დასვენება: შაბათი, კვირა

კანდიდატებმა CV უნდა წარმოადგინონ ელექტრონული ფორმით შემდეგ მისამართზე: nsscompany2022@gmail.com

რეზიუმეების მიღება მიმდინარეობს 30 აგვისტოს ჩათვლით. გასაუბრებები ჩატარდება ეტაპობრივად, რეზიუმეების მიღების პარალელურად. გთხოვთ, სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე