დასახელება:
ლოჯისტიკის მენეჯერი
|
მომწოდებელი:
ჯი-ლოჯისთიქს
|
გამოქვეყნდა: 29 ივლისი
/ ბოლო ვადა: 29 აგვისტო
|
შპს "ჯი-ლოჯისთიქს" აცხადებს ვაკანსიას ლოჯისტიკის მენეჯერის (ჩინეთის საჰაერო იმპორტი) პოზიციაზე.
მდებარეობა: თბილისი
სამუშაო გრაფიკი: სრული განაკვეთი
ჩვენ შესახებ:
წარმოადგენს საერთაშორისო სატრანსპორტო და ლოჯისტიკურ კომპანიას, რომელიც სპეციალიზდება საჰაერო გადაზიდვებსა და საბაჟო პროცესების სრულ მართვაზე. კომპანია აქტიურად ახორციელებს ტვირთების იმპორტს ჩინეთიდან.
ძირითადი მოვალეობები:
** ჩინეთიდან საქართველოში საჰაერო გზით ტვირთების იმპორტის ორგანიზება და პროცესების კოორდინაცია
** პარტნიორებთან, აგენტებთან და საჰაერო გადამზიდავებთან კომუნიკაცია და ეფექტური თანამშრომლობა
** ტვირთების მარშრუტის, ღირებულებისა და დროულობის დაგეგმვა
** ბაზრის ანალიზი და არსებული ლოჯისტიკური პროცესების ოპტიმიზაცია
** ჩართულობა შესაძლო პრობლემების დროულ იდენტიფიცირებასა და მათ გადაჭრაში
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** მსგავს პოზიციაზე (სასურველია საჰაერო იმპორტის მიმართულებით) მუშაობის გამოცდილება მინიმუმ 2 წელი
** ლოჯისტიკის სფეროში სამუშაო პროცესების საფუძვლიანი ცოდნა
** ჩინეთში საქონლის შეძენა/გადაზიდვის სპეციფიკის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად
** ინგლისური ენის ცოდნა პროფესიულ დონეზე (ჩინური ჩაითვლება უპირატესობად)
** საოფისე პროგრამების კარგი ცოდნა (Excel, Outlook, Word)
** პასუხისმგებლობის გრძნობა, ორგანიზებულობა და მოლაპარაკებების უნარი
რას გთავაზობთ:
** პროფესიონალურ გუნდში მუშაობის შესაძლებლობა
** კონკურენტუნარიანი ანაზღაურება
** კარიერული ზრდისა და განვითარების პერსპექტივა
** თანამედროვე და კომფორტული სამუშაო გარემო
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ გამოგვიგზავნოთ რეზიუმე ელფოსტაზე: office.glogistics@gmail.com
გთხოვთ სათაურში მიუთითოთ: "ლოჯისტიკის მენეჯერი - ჩინეთი"
|
|
|
|