Робота для біженців з України
გამოცდილი საკრედიტო ბექ ოფისის სპეციალისტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: გამოცდილი საკრედიტო ბექ ოფისის სპეციალისტი
მომწოდებელი: პროკრედიტ ბანკი
გამოქვეყნდა: 29 ივლისი / ბოლო ვადა: 10 აგვისტო
გიყვარს გამოწვევები და სწრაფი განვითარება? შემოგვიერთდი "პროკრედიტ ბანკის" ცენტრალიზებული ბექ ოფისის გუნდში!

"პროკრედიტ ბანკი" საქართველოში 1999 წლიდან ოპერირებს და არის გერმანიაში დაფუძნებული პროკრედიტ ჯგუფის ნაწილი, რომელიც წარმატებით ფუნქციონირებს სამხრეთ-აღმოსავლეთ და აღმოსავლეთ ევროპის, ლათინური ამერიკისა და გერმანიის ბაზრებზე.

ჩვენ გთავაზობთ სტაბილურ სამუშაო გარემოს, საერთაშორისო სტანდარტებსა და პროფესიულ ზრდას. ჩვენთან შენი ენერგია ფასობს, ინიციატივა აღინიშნება, ხოლო განვითარება — სისტემატურად მხარდაჭერილია. შემოუერთდი გუნდს, სადაც პროგრესი ყოველდღიურია.

ვაკანსია: გამოცდილი საკრედიტო ბექ ოფისის სპეციალისტი

მოვალეობები:

** ბანკის საკრედიტო პროდუქტებთან დაკავშირებული ტრანზაქციების, (მათ შორის საკრედიტო კომიტეტის გადაწყვეტილების საფუძველზე სესხის გაცემა, პირობების ცვლილება და ა.შ.) შესრულება და კონტროლი;
** საკრედიტო დოკუმენტაციის სისწორის და სრულყოფილად გაფორმების კონტროლი;
** საკრედიტო პროდუქტების გაცემისას/სესხის პირობებში ცვლილებების შეტანისას შესაბამისი დოკუმენტაციის გაფორმების მიზნით კლიენტებთან კომუნიკაცია, იდენტიფიკაცია, შესაბამისი ხელმოწერების უზრუნველყოფა;
** სასესხო დოკუმენტაციის წესების დაცვით შენახვა და დაწესებულ ვადაში არქივისთვის გადაცემა;
** საკრედიტო პროცესებთან დაკავშირებული სხვა დავალებების შესრულება.

მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება
** ინგლისური ენის ცოდნა (>B1) ;
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა;
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინ 2 წლიანი გამოცდილება.

პიროვნული თვისებები:

** მოტივირებული;
** სწრაფად ათვისების უნარი;
** ორგანიზებული;
** დეტალებზე ორიენტირებული;
** მოქნილობა და ოპერატიულობა;
** გუნდურად მუშაობის უნარი.

დაინტერესდი? გაგზავნე შენი რეზიუმე ვაკანსიის დასახელებით — "გამოცდილი საკრედიტო ბექ ოფისის სპეციალისტი"შემდეგ ელფოსტაზე: geo.hr.recruiting@procredit-group.com

გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

განცხადების მიღების ბოლო ვადაა: 10/08/2025

რეზიუმეს გამოგზავნით თქვენ ეთანხმებით, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდება (მათ შორის შესაძლოა გადაეცეს პროკრედიტ ჯგუფში შემავალ სხვა ქვეყნებს) სს "პროკრედიტ ბანკის" მიერ, მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. პერსონალური მონაცემების დამუშავების მიზანია კანდიდატის შესაბამისობის დადგენა არსებულ და/ან სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან, დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით და შეინახება არაუმეტეს 6 [ექვსი] თვის ვადით.

გაცნობებთ, რომ უფლება გაქვთ მიიღოთ ინფორმაცია თქვენ შესახებ დამუშავებულ მონაცემთა თაობაზე, მოითხოვოთ მონაცემების გასწორება, განახლება, დამატება, დაბლოკვა, წაშლა და/ან განადგურება, რისთვისაც უნდა მოგვმართეთ შემდეგ ელფოსტაზე: geo.hr.department@procredit-group.com

სს"პროკრედიტ ბანკი" კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ კანონის მოთხოვნათა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით. დისკრიმინაციისგან დაცვა ასევე უზრუნველყოფილია შრომითი ურთიერთობის ნებისმიერ ეტაპზე.

თქვენ მიმართ დისკრიმინაციული მოპყრობის ვარაუდის შემთხვევაში შეგიძლიათ მოგვმართოთ : 2 20 22 22 ; geo.info@procredit-group.com

 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე