Робота для біженців з України
რესეფშენის ადმინისტრატორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: რესეფშენის ადმინისტრატორი
მომწოდებელი: გებრიუდერ ვაის
გამოქვეყნდა: 29 ივლისი / ბოლო ვადა: 29 აგვისტო
საერთაშორისო სატრანსპორტო და ლოგისტიკური კომპანია "გებრიუდერ ვაისი" (თბილისი, საქართველო) www.gw-world.ge აცხადებს ვაკანსიას რესეფშენის ადმინისტრატორის პოზიციაზე.

ჰოლდინგი "Gebrüder Weiss", რომლის სათავო ოფისი ავსტრიის ქალაქ ლაუტერახში მდებარეობს, ლოგისტიკური სერვისების სრული ციკლის გლობალურ მიმწოდებელს წარმოადგენს. ოჯახური კომპანიის ისტორია 500 წელზე მეტი ხნის წინ, ალპებში, ტვირთების მიწოდებით დაიწყო. დღეს კომპანიის 180 ფილიალში 8400-მდე თანამშრომელია დასაქმებული.

"გებრიუდერ ვაისი" 550 წლის განმავლობაში საქონლით ამარაგებს მთელ მსოფლიოს. როგორ შევინარჩუნეთ ასეთი ხანგრძლივი წარმატება? თანამშრომლების მეშვეობით, რომლებსაც უყვართ განვითარება და წარმატება. თუ გსურთ, გახდეთ მოქნილი და რაც მთავარია, მდგრადი ლოგისტიკურ პროცესების ნაწილი, მაშინ შემოუერთდით "გებრიუდერ ვასისის" გლობალურ ქსელს.

სამუშაო საათები: სრული განაკვეთი (09:00-18:00), ორშაბათი-პარასკევი, ადგილზე.
ლოკაცია: ევროპას ქ. 4, 0198 თბილისი, საქართველო

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** ოფისში შემოსული ვიზიტორების დახვედრა, მათი საჭიროებების იდენტიფიცირება და შესაბამის თანამშრომელთან ან დეპარტამენტთან გადამისამართება;
** სატელეფონო ზარებისა და ელექტრონული ფოსტის მართვა, საჭირო ინფორმაციის დროული მიწოდება და მოთხოვნების დროული გადამისამართება;
** შიდა და გარე კომუნიკაციის გამართულად ორგანიზება და კოორდინაცია;
** ოფისის ტერიტორიაზე ვიზიტორების მიერ შრომის უსაფრთხოების, ხარისხის, ეკოლოგიური (HSEQ) და სხვა შიდა წესების დაცვის უზრუნველყოფა;
** ოფისის და საკანცელარიო მარაგის მართვა, შესყიდვების კოორდინაცია შესაბამის დეპარტამენტებთან;
** შეხვედრების ორგანიზება და ადმინისტრაციული მხარდაჭერა;
** მიღებული და გამავალი კორესპონდენციის მართვა, შიდა წერილების მომზადება და გადანაწილება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები და კომპეტენციები:

** სრული უმაღლესი განათლება;
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინ. 1 წლიანი გამოცდილება;
** ქართულად სრულყოფილად მეტყველება;
** ინგლისურის საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა (B1-B2);
** საოფისე პროგრამების ცოდნა (MS excel; MS Word; MS PPT; Outlook);
** გუნდური მუშაობის უნარი;
** ორგანიზებულობა და დროის მართვის უნარი;
** რესურსების განაწილების უნარი.

ჩვენ გთავაზობთ:

** კონკურენტულ ანაზღაურებასა და მეცამეტე ხელფასს;
** საერთაშორისო გამოცდილებასა და კვალიფიკაციას;
** ინკლუზიურ კულტურას: მხარდამჭერ სამუშაო გარემოს, მრავალფეროვანი ხედვებისა და გამოცდილების გასაზიარებლად;
** პროფესიული განვითარების ხელშეწყობას: კარიერული ზრდისთვის საჭირო კურსების სერტიფიკატებისა და ტრენინგების დაფინანსების შესაძლებლობას.

ველით თქვენს განაცხადს!

გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე მეილის დასახელებაში სამუშაო პოზიციის მითითებით მისამართზე: hr.georgia@gw-world.com

გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ პოზიციის მოთხოვნებიდან გამომდინარე, კომპანიას შეუძლია მოითხოვოს დამატებითი დოკუმენტაცია, ასევე შეუძლია დაამუშაოს თქვენ მიერ მოწოდებული ინფორმაცია და შეამოწმოს მისი სისწორე. კომპანია თქვენს ინფორმაციას შეინახავს განაცხადის მიღებიდან 2 წლის განმავლობაში შემდგომში გამოცხადებული ვაკანსიებისთვის. სამსახურის განცხადებაზე ინფორმაციის გამოგზავნით, თქვენ ეთანხმებით ზემოთ ჩამოთვლილ წესებს. კითხვების და რომელიმე პუნქტის დაზუსტების შემთხვევაში, გთხოვთ დაგვიკავშირდეთ: "გებრიუდერ ვაისი", ევროპის ქუჩა N4, hr.georgia@gw-world.com
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე