საექსპედიტორო კომპანია "რეილ ლინკ ლოჯისტიქსი" აცხადებს ვაკანსიას ადმინისტრაციული მენეჯერის პოზიციაზე.
სამუშაოს აღწერა:
** შემოსული და გასული კორესპონდენციის მართვა;
** კომპანიაში შემოსული სტუმრების დახვედრა;
** შეხვედრების დაგეგმვა/კოორდინირება;
** ადმინისტრაციული და საოფისე საქმიანობა;
** უშუალო ხელმძღვანელის მითითებით, სხვა დავალებების შესრულება.
კვალიფიკაცია და უნარ-ჩვევები:
კანდიდატის კვალიფიკაცია და უნარ-ჩვევები უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ კრიტერიუმებს:
** უმაღლესი განათლება;
** მინიმუმ 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება ანალოგიურ პოზიციაზე;
** საოფისე პროგრამების (Excel) ცოდნა;
** ინგლისური და რუსული ენების სრულყოფილად ცოდნა.
ანაზღაურება: მინიმუმ 3, 000 ლარი. ამასთანავე, ანაზღაურების ოდენობა განისაზღვრება კანდიდატის კვალიფიკაციის გათვალისწინებით. ფიქსირებულ ანაზღაურებასთან ერთად დასაქმებულს შეიძლება მიეცეს წლიური ბონუსი, კომპანიის საბონუსე პოლიტიკის შესაბამისად.
CV შეგიძლიათ გამოაგზავნოთ info@magnumgoup.ge-ზე.
ზემოაღნიშნული ვაკანსიის ფარგლებში მიღებული პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება სს "რეილ ლინკ ლოჯისტიქსის" (ს/კ: 405453815) მიერ, საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. პერსონალური მონაცემების დამუშავების მიზანია კანდიდატის შესაბამისობის დადგენა არსებულ/სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან, დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით და შეინახება არაუმეტეს 6 (ექვსი) თვის განმავლობაში.
კანდიდატი უფლებამოსილი იქნება ნებისმიერ დროს მიიღოს ინფორმაცია სს "რეილ ლინკ ლოჯისტიქსის" მიერ დამუშავებული მისი პერსონალური მონაცემების შესახებ, რომელიც თავად მიაწოდა სს "რეილ ლინკ ლოჯისტიქსს" და მოითხოვოს აღნიშნული ინფორმაციის გასწორება, განახლება, დამატება, დაბლოკვა, წაშლა ან/და განადგურება.
სს "რეილ ლინკ ლოჯისტიქსი" კანდიდატის შერჩევის ეტაპზე, ასევე შრომით და წინასახელშეკრულებო ურთიერთობებში უზრუნველყოფს, რომ არ მოხდეს კანდიტატის/დასაქმებულის პირდაპირი ან/და არაპირდაპირი დისკრიმინაცია ნებისმიერი მიზეზით, მათ შორის რასის, კანის ფერის, ენის, ეთნიკური და სოციალური კუთვნილების, ეროვნების, წარმოშობის, ქონებრივი ან წოდებრივი მდგომარეობის, საცხოვრებელი ადგილის, ასაკის, სქესის, სექსუალური ორიენტაციის, შეზღუდული შესაძლებლობის, რელიგიური, საზოგადოებრივი, პოლიტიკური ან სხვა გაერთიანებისადმი, მათ შორის, პროფესიული კავშირისადმი, კუთვნილების, ოჯახური მდგომარეობის, პოლიტიკური ან სხვა შეხედულების გამო ან სხვა ნიშნით.
|