Робота для біженців з України
მომხმარებელთან ურთიერთობის სპეციალისტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მომხმარებელთან ურთიერთობის სპეციალისტი
მომწოდებელი: Lemondo
გამოქვეყნდა: 28 ივლისი / ბოლო ვადა: 28 აგვისტო
კომპანია "Lemondo" აცხადებს ვაკანსიას მომხმარებელთან ურთიერთობის სპეციალისტის პოზიციაზე

"Lemondo" დაარსდა 2010 წელს და არის წამყვანი IT დეველოპერული კომპანია საქართველოში.
ჩვენი ძირითადი ღირებულებებია განვითარება, ხარისხი და პროფესიონალიზმი. კომპანიას შექმნილი აქვს არაერთი ვებ პროექტი და მობილური აპლიკაცია როგორც ადგილობრივი, ასევე მსოფლიო ბაზრისთვის:

** Roamingo - შეიძინე ინტერნეტი მოგზაურობისთვის
** SS.GE - ონლაინ განცხადებების წამყვანი პლატფორმა
** Domenebi.ge - დომენების რეგისტრაციისა და მართვის სისტემა
** Quickshipper - შეკვეთების მიწოდების მართვის სისტემა
** E-commerce სისტემები ბრენდებისთვის: Goodwill, Spar, Alta, Zoommer და სხვა

ჩვენი გუნდი შედგება პროფესიონალებისგან, რომლებიც ქმნიან პროდუქტებს ტექნოლოგიური სტანდარტების დაცვით და მუდმივი ინოვაციებით.

ძირითადი მოვალეობები: შემოსულ ზარებზე და შეტყობინებებზე პასუხის გაცემა

ძირითადი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** გამართულად საუბარი
** ინგლისური ენის ცოდნა

პიროვნული უნარ-ჩვევები:

** კომუნიკაბელურობა
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
** გუნდურად მუშაობის უნარი
** განვითარების სურვილი

სამუშაო განაკვეთი: დღის ცვლა, 10:00-დან 19:00-მდე
სამუშაო ადგილი: ოფისი
ანაზღაურება: ვეძებთ მომხმარებელთან ურთიერთობის სპეციალისტის გამოცდილების შესაბამისი ანაზღაურებით + დაზღვევა.

შერჩევა მოხდება კონკურსის წესით, პირველადი გასაუბრების შემდეგ. "ლემონდუ"-ს მხრიდან დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

თუ ხართ მოტივირებული, გაგაჩნიათ საჭირო ცოდნა, გამოცდილება და სურვილი მიიღოთ მონაწილეობა ინოვაციური პროდუქტების შექმნაში, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: vacancy@lemondo.com; Subject-ად მიუთითეთ "მომხმარებელთან ურთიერთობის სპეციალისტი".
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე