დასახელება:
უძრავი ქონების აგენტი
|
მომწოდებელი:
აბშერ გრუპი
|
გამოქვეყნდა: 28 ივლისი
/ ბოლო ვადა: 28 აგვისტო
|
კომპანია "აბშერ გრუპი", რომელიც არის საქართველოში უცხოელი სტუდენტების ერთ-ერთი მთავარი შემომყვანი ბაზარზე, ეძებს ახალ გუნდის წევრს.
ძირითადი მოვალეობები:
** უძრავი ქონების მოძიება ჩვენი კომპანიის სტუდენტებისთვის;
** ბინის ჩვენება-დათვალიერება;
** მოძიებული პროდუქტის განცხადების განთავსება ჩვენს სოციალურ ქსელებში;
** უშუალო ხელმძღვანელის მიერ მითითებული სხვადასხვა დავალების შესრულება;
** სტუდენტების ედმიშენის პროცესში დახმარება;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** გამართული კომუნიკაციის უნარი ზეპირად და წერილობით;
** მოლაპარაკების წარმოების უნარი;
** ინგლისური ენის ცოდნა B2 (არაბული ენის ცოდნა, თუნდაც დაწყებით დონეზე ჩაითვლება უპირატესად)
** კომპიუტერული უნარები, მარტივი საოფისე პროგრამები (Word, Excel).
** დროის მენეჯმენტის უნარი და მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
** უპირატესად ჩაითვლება, თუ კანდიდატს ეყოლება საკუთარი ავტომობილი, ან ექნება მართვის მოწმობა
ჩვენი უპირატესობები:
** კომფორტული სამუშაო გარემო
** ურთიერთპატივისცემაზე დამყარებული დამოკიდებულება
** სამუშაო ინვენტარით უზრუნველყოფა
** სტაბილურობის მინიმალური სტანდარტების უზრუნველყოფა თანამშრომლებისთვის
** ზრდასა და განვითარებაზე ორიენტირებული გარემო
გრაფიკი: შესაძლოა მოქნილ გრაფიკზე შეთანხმება (კანდიდატი არ უნდა იყოს სტუდენტი, არ უნდა იყოს დასაქმებული სხვა კომპანიაში და ა.შ).
ანაზღაურება: შეთანხმებისამებრ, ფიქსირებული + ბონუსი, მინიმუმ 1000-3000+ ლარი (დამოკიდებულია კანდიდატის შრომისმოყვარეობაზე/ მობილურობაზე/უნარებზე)
დაინტერესებულ კანდიდატებს, გთხოვთ, გამოგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr.absher.ge@gmail.com. გთხოვთ, სათაურის ველში აუცილებლად (subject line) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება "უძრავი ქონების აგენტი".
მადლობას გიხდით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებას!
|
|
|
|