Робота для біженців з України
მომხმარებელთან ურთიერთობის და გაყიდვების მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მომხმარებელთან ურთიერთობის და გაყიდვების მენეჯერი
მომწოდებელი: Global Auto Import
გამოქვეყნდა: 28 ივლისი / ბოლო ვადა: 28 აგვისტო
შპს "გლობალ ავტო იმპორტი" აცხადებს მომხმარებელთან ურთიერთობის და გაყიდვების მენეჯერის პოზიციას თბილისში.

"გლობალ ავტო იმპორტი" 2017 წლის ნოემბერში დაარსდა და უზრუნველყოფს ავტომობილების, მოტოციკლების, სპეც - ტექნიკის შეძენასა და ტრანსპორტირებას როგორც ამერიკის შეერთებული შტატების 9 პორტიდან, ასევე, ალიასკის, კანადისა და ჰონოლულუს პორტებიდან.

საქმიანობის აღწერა:

** ოფისში არსებული ავტომობილების გაყიდვაზე ზრუნვა;
** სოციალური ქსელებიდან შემოსული ლიდების დროული დამუშავება;
** კლიენტებისთვის საკომუნიკაციო გზების მართვა;
** პოტენციური კლიენტებისთვის მანქანის დეტალების მიწოდება, კონსულტაცია და შემდგომი გაყიდვის პროცესის მართვა;
** კლიენტებთან შეხვედრების მართვა ოფისში;
** მომხმარებელთა ბაზის აქტიური განახლება და მართვა;
** გუნდის სხვა წევრებთან ეფექტური კოორდინაცია.

საჭირო უნარები:

** გაყიდვებში მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
** სოციალური ქსელებით ეფექტურად სარგებლობის გამოცდილება (მესენჯერით ან კომენტარებით კომუნიკაციის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესად);
** რუსული ენის ცოდნა - სასაუბრო დონეზე აუცილებელია;
** კომუნიკაბელურობა, ორგანიზებულობა და შედეგზე ორიენტირებულობა;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** ავტო სფეროში გამოცდილება ჩაითვლება უპირატესად.

შემოუერთდი გლობალის მუდმივად მზარდ გუნდს, ჩვენ გთავაზობთ სასიამოვნო სამუშაო გარემოს, სადაც კვალიფიციური და კეთილგანწყობილი ადამიანები დაგხვდებიან. ჩვენთვის მთავარი ღირებულება არის გუნდურობა, თანამშრომლების ზრდა და განვითარებას.

https://glob.ge/en/?gad_source=1&gclid=Cj0KCQjwzZmwBhD8ARIsAH4v1gXi0DgTTaQQIQ3z5WrcEuOptzvIhfv4dWBJIfZ5qlzXAItdBam29mgaAuFSEALw_wcB

სამუშაო გრაფიკი: ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, 10:00-18:00
მდებარეობა: ქ. თბილისი, აღმაშენებლის ხეივანი 68-ე კმ.
ანაზღაურება: ფიქსი + ბონუსი.

დაინტერესების შემთხვევაში რეზიუმეებს ველით ელფოსტაზე: hr@glob.ge. გთხოვთ, თემის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება - მომხმარებელთან ურთიერთობის და გაყიდვების მენეჯერი.

აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვისა და კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით.

გისურვებთ წარმატებებს!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე