Робота для біженців з України
დისტრიბუტორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: დისტრიბუტორი
მომწოდებელი: Premix
გამოქვეყნდა: 28 ივლისი / ბოლო ვადა: 28 აგვისტო
შპს "პრემიქსი" წარმოადგენს ერთ-ერთ უმსხვილეს კომპანიას საქართველოში ავტონაწილების და საცხებ-საპოხი პროდუქტების რეალიზაციით, რომელიც დაკავებულია როგორც საცალო, ასევე კორპორატიული და საბითუმო ვაჭრობით.

შპს "პრემიქსი" აცხადებს ვაკანსიას დისტრიბუტორის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: თბილისი
სამუშაო გრაფიკი: 09:30-დან 18:30-მდე
შრომის ანაზღაურება: 1700 ლარი

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** პროდუქციის დროული და ზუსტი მიწოდება მომხმარებლისთვის;
** სატრანსპორტო საშუალების მართვა დადგენილი წესების შესაბამისად;
** მომხმარებელთან სწორი და დროული კომუნიკაცია

აუცილებელი მოთხოვნები:

** ქართულ ენაზე გამართულად მეტყველებისა და წერის უნარი (საკომუნიკაციო უნარები)
** დისტრიბუტორად მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება
** B კატეგორიის მართვის მოწმობის ფლობა;

პიროვნული თვისებები და უნარ-ჩვევები:

** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
** დეტალებზე ორიენტირებულობა
** ეფექტური კომუნიკაციისა და მოლაპარაკების მართვის უნარი;
** ორგანიზებულობა და მოქნილობა;
** გუნდური მუშაობის უნარი.

ვაკანსიით დაინტერესებულმა კანდიდატებმა მოგვაწოდეთ რეზიუმე ელექტრონულ მისამართზე: HR@premix.ge და სათაურის ველში (subject) მიუთითეთ პოზიციის დასახელება.

აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის ფარგლებში შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით. პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს.

კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ჩვენს ვებგვერდს შემდეგ მისამართზე: https://www.facebook.com/profile.php?id=61575439306160
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე