Print | Close
https://www.jobs.ge//ge/?id=653213&print=yes&view=jobs
 
დისტანციური ოჯახის ექიმი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: დისტანციური ოჯახის ექიმი
მომწოდებელი: Ilaria
გამოქვეყნდა: 26 ივლისი / ბოლო ვადა: 26 აგვისტო
"ILARIA" არის საკონსულტაციო კომპანია, რომელიც უზრუნველყოფს HR გადაწყვეტილებების სრულ სპექტრს და პროცესების გაციფრულებას ჩვენ მიერ შექმნილი სისტემით. ILARIA-ში HR ექსპერტების გუნდი გთავაზობთ ინოვაციურ სერვისებს, რომლებიც აუცილებელია თქვენი ორგანიზაციის წარმატებისთვის: HR აუთსორსინგი და რეკრუტინგი, პროგრამული უზრუნველყოფა, ბაზრის კვლევა.

კომპანია "ILARIA" ეძებს დისტანციური ოჯახის ექიმს პარტნიორი კომპანიისთვის, რომელიც ჩართულია სადაზღვევო სფეროში, მენეჯმენტის მრავალწლიანი გამოცდილებითა და პროფესიონალიზმით, ძლიერი საერთაშორისო პარტნიორებითა და მრავალფეროვანი პროდუქტებით.

სამუშაო ფორმატი: დისტანციური/სრული
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი
სამუშაო საათები: 09:30-18:30
ანაზღაურება: 1300 NET
ვაკანტური ადგილების რაოდენობა: 1

ძირითადი პასუხისმგებლობები:

** კვალიფიციური სამედიცინო მომსახურების გაწევა საერთაშორისო სამედიცინო პროტოკოლების და გაიდლაინების გათვალისწინებით;
** ამბულატორიული ბარათის გახსნა და ანამნეზის შეკრება (კურსუსი, ICD კოდი) და პროგრამულად ასახვა;
** გამოკვლევების შედეგების ინტერპრეტირება;
** საჭიროების შემთხვევაში პაციენტის გამოკვლევებზე გაგზავნა და მიმართვის პროგრამული დაფიქსირება;
** საჭიროების შემთხვევაში ვიწრო სპეციალისტთან გადამისამართება და მიმართვის პროგრამულად დაფიქსირება;
** დაზღვეულისთვის დაზღვევის ხელშეკრულების პირობების შესახებ ამომწურავი ინფორმაციის მიწოდება;
** სპეციალისტების მიერ დანიშნულ მედიკამენტებზე და გამოკვლევებზე მიმართვის პროგრამულად გაცემა;
** მიღებული ლაბორატორიული და ვიწრო სპეციალისტის დანიშნულების პროგრამული ასახვა;
** პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის მონიტორინგი;
** პაციენტების სამედიცინო ბარათებისა და მიმართვების პროგრამული ადმინისტრირება;
** მედიკამენტოზური მიმართვის გაცემის დროს კომპანიის მიერ განსაზღვრული პრიორიტეტული სააფთიაქო ქსელის და პრიორიტეტული მედიკამენტების არჩევა;
** პაციენტის/ქრონიკული დაავადების მქონე პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის მართვა;
** უშუალო უფროსის სხვა მითითებების შესრულება

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება (სამედიცინო, ან/და შინაგანი მედიცინა/საოჯახო მედიცინა) მოქმედი სახელმწიფო ლიცენზია სამედიცინო საქმიანობის განხორციელებისთვის;
** სავალდებულოა, ოჯახის ექიმის პოზიციაზე მუშაობის 2-3 წლიანი გამოცდილება;
** სასურველია, სადაზღვევო სფეროში მუშაობის გამოცდილება;
** კომპიუტერული პროგრამების ცოდნა და ელექტრონულ ჯანდაცვის პლატფორმებთან მუშაობის გამოცდილება (სასურველია);
** ეფექტური კომუნიკაციის უნარი და პაციენტზე ორიენტირებული მიდგომა;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და დისციპლინა დისტანციური მუშაობის პირობებში;
** სასურველია, ინგლისური და რუსული ენების ცოდნა საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა.

უნარ-ჩვევები:

** ეფექტური კომუნიკაციისა და ინფორმაციის გადმოცემის უნარი;
** ანალიტიკური აზროვნების უნარი;
** ორგანიზებული და დეტალებზე ორიენტირებული;
** პუნქტუალურობა.

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, მოგვაწოდოთ რეზიუმე ელ. მისამართზე: vacancy@ilaria.ge. გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება - "დისტანციური ოჯახის ექიმი".

გისურვებთ წარმატებას!

თქვენი პერსონალური მონაცემ (ებ)ის დამუშავება განხორციელდება ავტომატური ან/და არაავტომატური გზით შპს "ილარია ქონსალთინგ"-ს (შემდგომში - კომპანია) მიერ (მათ შორის, უფლებამოსილი პირის მეშვეობით), რომელიც მოქმედებს მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტების და მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

პერსონალური მონაცემების დამუშავების მიზანია კანდიდატის მიმდინარე ან/და მომავალი ვაკანსიის მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენა. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ინახება არაუმეტეს 3 წლის ვადით. კომპანია თქვენს მიერ წარმოდგენილ ინფორმაციას დაამუშავებს იმ მოცულობით, რომელიც საჭიროა თქვენი ვაკანტურ პოზიციაზე დასაქმებისათვის.

გაცნობებთ, რომ კომპანია კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს "დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა დაცვით. ჩვენ ვგმობთ და ვემიჯნებით ნებისმიერი სახის დისკრიმინაციას, როგორც წინასახელშეკრულებო, ისე შრომითი ურთიერთობის ფარგლებში.

გაცნობებთ, რომ რეზიუმეს მითითებულ ელექტრონულ ფოსტაზე გამოგზავნის გზით, ადასტურებთ და თანხმდებით წინამდებარე პირობას პერსონალურ მონაცემთა დამუშავებასთან დაკავშირებით.

თუ გსურთ მიიღოთ დამატებითი ინფორმაცია კომპანიის მიერ დამუშავებული თქვენი პერსონალური მონაცემების შესახებ, ან/და იმ შემთხვევაში, თუ არ გსურთ მონაცემთა შემდგომი დამუშავება, ან/და გსურთ ინფორმაციის განახლება/განადგურება/წაშლა ან/და "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონით დადგენილი თქვენი სხვა უფლების რეალიზება, გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ შემდეგ ელ-ფოსტაზე: vacancy@ilaria.ge
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია