დასახელება:
გეოდეზისტი
|
მომწოდებელი:
გუმბათი ჯგუფი
|
გამოქვეყნდა: 26 ივლისი
/ ბოლო ვადა: 31 ივლისი
|
სამშენებლო კომპანია "გუმბათი ჯგუფი" აცხადებს ვაკანსიას გეოდეზისტის პოზიციაზე.
ფუნქცია-მოვალეობები:
** ტერიტორიის დაკვალვა, გეოდეზიური ნიშნულების აღება, ტოპოგეოდეზიური სამუშაოების ჩატარება;
** სქემატური ნახაზების შედგენა;
** აღებული კოორდინატების რუკებზე დატანა;
** სამუშაო ნახაზების შემოწმება და კონტროლი; ნიშნულების და კოორდინატების კონტროლი;
** შესრულებული სამუშაოს ზუსტი აღრიცხვა;
** სამშენებლო ობიექტზე უსაფრთხოების ნორმების ცოდნა/დაცვა;
** ხელმძღვანელ პირებთან ანგარიშგებების წარმოება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** პროფესიული განათლება ინჟინერ-გეოდეზისტის განხრით;
** სავალდებულოა გეოდეზისტად მუშაობის მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება;
** სასურველია ინგლისური ან/და რუსული ენების ცოდნა.
პიროვნული უნარები:
** პასუხისმგებლობის გრძნობა;
** კომუნიკაბელურობა;
** ორგანიზებულობა;
** პუნქტუალურობა;
** დროის მართვის უნარი.
დამსაქმებელი გთავაზობთ:
** 6 თვიანი გამოსაცდელი ვადის წარმატებით გავლის შემთხვევაში ხუთწლიან უწყვეტ და გარანტირებულ სამუშაოს;
** საქმიანობის პროცესში საჭირო ტექნიკური ინვენტარით უზრუნველყოფას;
** მეგობრულ სამუშაო გარემოს.
თუ ფიქრობთ, რომ თქვენი კვალიფიკაცია შეესაბამება ჩვენს მოთხოვნებს, გამოგზავნეთ რეზიუმე ელექტრონულ მისამართზე: zuradavitadze1@gmail.com 2025 წლის 31 აგვისტოს ჩათვლით. სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ პოზიციის დასახელება - "გეოდეზისტი".
შერჩეულ კანდიდატებს დავუკავშირდებით ათი სამუშაო დღის განმავლობაში.
წარმატებას გისურვებთ!
შენიშვნა: წინამდებარე ვაკანსიისათვის პირის მიერ CV-ს წარდგენა, გულისხმობს პირის მიერ პერსონალური მონაცემების დამსაქმებლისათვის გადაცემას და თანხმობის გაცხადებას აღნიშნული მონაცემების დამუშავების თაობაზე. CV-ში მოცემული პერსონალური მონაცემები დამსაქმებლის მიერ დამუშავებულ/შენახულ იქნება მხოლოდ გამოცხადებული ვაკანსიისათვის კანდიდატის შერჩევის მიზნით, შესასრულებელ სამუშაოსთან კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, შესაძლო შრომითი ურთიერთობის წარმოშობის მიზნით, შრომითი ურთიერთობის მთელი პერიოდის განმავლობაში, ასევე შრომითი ურთიერთობიდან გამომდინარე. დამსაქმებლის მხრიდან, ზემოთ აღნიშნული მიზნებისათვის, პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება მხოლოდ შესაბამისი უფლებამოსილების მქონე პირთა/თანამშრომელთა მიერ. კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება 1 თვის ვადით, ელექტრონული ან/და ამობეჭდილი სახით.
"გუმბათი ჯგუფი" კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ საქართველოს კანონის მოთხოვნათა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპის დაცვით და გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ფორმითა და ნიშნით.
|
|
|
|