დასახელება:
სივრცის კონსულტანტი
|
მომწოდებელი:
კონსილიუმ მედულა
|
გამოქვეყნდა: 25 ივლისი
/ ბოლო ვადა: 25 აგვისტო
|
"კონსილიუმ მედულა" 2003 წელს დაარსებული მრავალპროფილური კლინიკაა. კლინიკაში მომხმარებელს შეუძლია უმაღლესი ხარისხის დიაგნოსტიკური, ამბულატორიული, ქირურგიული და ონკოლოგიური მომსახურების მიღება. "კონსილიუმ მედულა" ორიენტირებულია პაციენტთა მკურნალობის და მოვლის სტანდარტის ამაღლებაზე, პროფესიული ცოდნის გავრცელებასა და მკურნალობის ინოვაციური მეთოდების ხელმისაწვდომობის გაზრდაზე.
"კონსილიუმ მედულა" ეძებს გუნდის ახალ წევრს სივრცის კონსულტანტის პოზიციაზე.
სამუშაო ადგილი: თბილისი, ანა პოლიტკოვსკაიას 6გ.
სამუშაო გრაფიკი - ორშაბათი-პარასკევი, 09:00-18:00
ანაზღაურება - 875 ლარი (დარიცხული)
ფუნქცია-მოვალეობები:
** კლინიკაში შემოსულ პირებთან კომუნიკაცია და შესაბამის თანამშრომელთან გადამისამართება.
** საჭიროების შემთხვევაში ინფორმაციის დაზუსტება და პაციენტისთვის მიწოდება.
** პაციენტების ინფორმირება კლინიკაში არსებული სერვისების შესახებ.
** პაციენტების რიგის მართვა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** სასურველია სამუშაო გამოცდილება.
** უცხო ენების ცოდნა - ინგლისური ან რუსული (საკომუნიკაციო დონეზე) ჩაითვლება უპირატესად.
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა.
პიროვნული უნარ-ჩვევები:
** კომუნიკაბელურობა და გუნდურობა.
** ორგანიზებულობა და დეტალებზე ორიენტაცია.
** მომხმარებელთან ეფექტურად და თავაზიანად მომსახურების უნარ-ჩვევები.
** სიახლეების სწრაფად ათვისების უნარი.
ჩვენთან დაგხვდებათ:
** კომფორტული და პოზიტიური სამუშაო გარემო.
** მრავალმხრივი განვითარების შესაძლებლობა.
** პროფესიულ განვითარებაში ხელშეწყობა.
** ხელმძღვანელისა და გუნდის წევრების მხარდაჭერა.
ვაკანსიით დაინტერესებულ კანდიდატებს შეგიძლიათ გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელექტრონულ მისამართზე: hr@medconsilium.ge 2025 წლის 25 აგვისტომდე. გთხოვთ, თემის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება "სივრცის კონსულტანტი".
|
|
|
|