Print | Close
https://www.jobs.ge//ge/?id=653188&print=yes&view=jobs
 
საფინანსო ანალიტიკური სამსახური წამყვანი სპეციალისტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: საფინანსო ანალიტიკური სამსახური წამყვანი სპეციალისტი
მომწოდებელი: საქართველოს მელიორაცია
გამოქვეყნდა: 25 ივლისი / ბოლო ვადა: 22 აგვისტო
შპს "საქართველოს მელიორაცია" აცხადებს ვაკანსიას ფინანსურ-ანალიტიკურ სამსახურში წამყვანი სპეციალისტის თანამდებობაზე

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** კომპანიის ბიუჯეტის ყოველთვიური, კვარტალური და წლიური შესრულების ანგარიშგების მომზადება;
** კომპანიის ბიუჯეტის (ბიზნეს-გეგმის) პროექტის მომზადებაში მონაწილეობის მიღება;
** წლის განმავლობაში სტრუქტურული ერთეულების მიერ წარმოდგენილი ინიციატივების ფინანსურ გეგმაში ასახვა;
** შესყიდვების გეგმის ფორმირებასა და კორექტირებაში მონაწილეობის მიღება;
** საბიუჯეტო ასიგნებებისა და საკუთარი შემოსავლების შესრულების სისტემატური კონტროლი და ანალიზი;
** საბანკო ამონაწერების ანალიზი;
** კომპანიის შესყიდვების ხელშეკრულებებისთვის დაფინანსების წყაროს საინფორმაციო ბარათის მომზადება;
** საწარმოო რესურსების დაგეგმარების (ERP) სისტემაში გადასარიცხი თანხების მიზნობრიობის კონტროლი და დადასტურება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება ფინანსების, ეკონომიკის, ბიზნეს ადმინისტრირების ან მათთან დაკავშირებულ სფეროში;
** მინიმუმ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება ფინანსური ანალიტიკის, ბიუჯეტირების ან ბიზნესის დაგეგმვის მიმართულებით;
** საბუღალტრო პროგრამებთან მუშაობის გამოცდილება (ORIS, 1C — სასურველია);
** საოფისე პროგრამების (Excel, Word და PowerPoint -მაღალ დონეზე ცოდნა);

სხვა მოთხოვნები:

** მონაცემების შეგროვების, დამუშავების და ინტერპრეტაციის უნარი;
** ფინანსური ანგარიშგების წაკითხვის და გაანალიზების უნარი;
** ფინანსური მაჩვენებლების პროგნოზირება და შეფასება;
** კრიტიკული და სტრატეგიული აზროვნება;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** ეფექტური კომუნიკაცია და პრეზენტაციის უნარი;
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა და დამოუკიდებლად მუშაობის უნარი.

სამუშაო პირობები:

** სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი;
** სრული განაკვეთი: ორშაბათი-პარასკევი: 09:00-18:00;
** გამოსაცდელი ვადა: 3 თვე (ანაზღაურებადი);
** ანაზღაურება 2600 ლარი (დარიცხული).

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე (CV) ქართულ ენაზე ფოტოსურათით (3X4) შემდეგ ელ-ფოსტის მისამართზე: Am.vacancy@ag.ge არაუგვიანეს 22.08.2025. წერილის სათაურის ველში გთხოვთ, მიუთითოთ პოზიციის დასახელება - "წამყვანი სპეციალისტი".

"აღნიშნულ ვაკანსიაზე განაცხადის (რეზიუმეს) გამოგზავნით ადასტურებთ რომ თანახმა ხართ შპს "საქართველოს მელიორაციის" მიერ განხორციელდეს თქვენს მიერ მოწოდებული პერსონალური მონაცემების (მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემების) დამუშავება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისთვის როგორც წინამდებარე ვაკანსიის ფარგლებში, ასევე სამომავლო ვაკანსიებთან მიმართებითაც.

გაცნობებთ, რომ კანდიდატის შესახებ ინფორმაცია შპს "საქართველოს მელიორაცია"-ში ინახება არაუმეტეს 1 წლის ვადით. იმ შემთხვევაში, თუ არ გსურთ კომპანიის მხრიდან მონაცემთა შემდგომი დამუშავების განხორციელება ან გსურთ, მოწოდებული მონაცემების ცვლილება ან წაშლა, ასევე გსურთ თქვენი პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ საქართველოს კანონით მონიჭებული სხვა უფლებების რეალიზება გთხოვთ, მოგვმართოთ დამატებით კომპანიის ელექტრონულ ფოსტაზე: hr@ag.ge."
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია